სოციალური მეწარმეობის ცენტრი სოციალური მეწარმეობის ცენტრი სოციალური მეწარმეობის ცენტრი სოციალური მეწარმეობის ცენტრი სოციალური მეწარმეობის ცენტრი
სოციალური მეწარმეობის ცენტრი

Pollination Project - მცირე გრანტები სოციალური მეწარმეებისთვის!

დაიწყო აპლიკაციების მიღება Pollination Project მცირე საგრანტო კონკურსში.

კონკურსი ხორციელდება 2013 წლის 1 იანვრის შემდგომ.  არსებობის მანძილზე დაფინანსდა 1000 ამდე პროექტი. საგრანტო კონკურსის მიზანია მსოფლიოში არსებული მდგომარეობის გაჯანსაღება.

თითოეული წარმატებული საპროექტო განაცხადი დაფინანსდება 1000$-ით.

დაფინანსებადი კატეგორიები

  1. ახალგაზრდული გარემოსდაცვითი იდეები;
  2. ეკოლოგიური მდგრადობასთან დაკავშირებული განაცხადები;
  3. სამართლიანობასთან და თანასწორობასთან დაკავშირებული პროექტები;
  4. თემის განვითარებასთან დაკავშირებული პროექტები;
  5. სოციალური ცვლილები - ხელოვნებასა და კულტურასთან დაკავშირებული განაცხადები.

კონკურსის პირობები

  • განაცხადები ორიენტირებული უნდა იყოს ამერიკის შეერთებული შტატების ფარგლებს გარეთ ტერიტორიაზე; დაფინანსებული პროექტის კოორდინატორს უნდა ჰქონდეს საბანკო ანგარიში ან Paypall, სადაც დაერიცხება მიღებული თანხა;
  • პროექტით დაგეგმილი ღონისძიებები უნდა ჩატარდეს ამერიკის შეერთებული შტატების ფარგლებს გარეთ;
  • პროექტის კოორდინატორი უნდა იყოს კრეატიული, მიზანსწრაფული და ჰქონდეს სოციალური მიზანი, ხედვა, რომელიც მოერგება ერთ ან რამდენიმე დაფინანსებად კატეგორიას;
  • აპლიკანტები პროექტები უნდა იყოს განვითარების საწყის ეტაპზე ორიენტირებული;
  • პრიორიტეტულად ჩაითვლება პროექტები ცხადი სამიზნე აუდიტორიით და ამ აუდიტორიასთან წვდომის ნათელი გზებით;
  • არ გაიცემა ორი გრანტი ერთსა და იმავე პროექტზე;
  • პროექტის ფარგლებში არ დაფინანსდება ორგანიზაციებისა თუ გაერთიანებების მიერ დაქირავებულების ხელფასები.

როგორ დავრეგისტრირდეთ?

  • პირველყოვლისა აპლიკანტმა უნდა შეავსოს კითხვარი, რომლის შევსების შემდეგაც მას ექნება წვდომა ონლაინ სააპლიკაციო ფორმაზე;
  • უკვე არსებული დაწერილი პროექტების შემთხვევაში, შესაძლებელია 2-3 წუთიანი ვიდეოს ჩაწერა, რომელიც აღწერს პროექტის მისიას, მიზნებსა და ამოცანებს; ვიდეოს ლინკი და პროექტი უნდა გადაეგზავნოს ორგანიზატორებს;
  • დაფინანსებული იდეების შესახებ ცნობილი აპლიკაციის შეტანის ვადის დასრულებიდან 6 კვირის შემდგომ გახდება.

დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს:

https://thepollinationproject.org/funding-guidelines-for-grants/

სიახლეები

Levan Merkvilishvili

© 2014 საქართველოს სტრატეგიული კვლევების და განვითარების ცენტრი