სოციალური მეწარმეობის ცენტრი სოციალური მეწარმეობის ცენტრი სოციალური მეწარმეობის ცენტრი სოციალური მეწარმეობის ცენტრი სოციალური მეწარმეობის ცენტრი
სოციალური მეწარმეობის ცენტრი

სოციალური მეწარმეობის ფორუმი - 2015

სოციალური მეწარმეობის ფორუმი ყოველწლიური ღონისძიებაა, რომელსაც საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი, ევრაზიის თანამშრომლობის ფონდთან და თბილისის მუნიციპალიტეტის მერიასთან თანამშრომლობით მართავს.

2015 წელს, ფორუმის ჩატარება 15 დეკემბერს იგეგმება. 

ფორუმის ფარგლებში მოეწყობა სოციალური საწარმოების პროდუქციისა და მომსახურების გამოფენა, რომელშიც მონაწილეობას საქართველოში მოქმედი 40-ამდე სოციალური საწარმო მიიღებს. გამოიფინება მათი პროდუქცია და მომსახურების ამსახველი ფოტომასალა.

გამოფენაზე დასწრება თავისუფალია. გამოფენაზე ვიზიტით, შესაძლებლობა გექნებათ გაეცნოთ საქართველოში მოქმედი სოციალური საწარმოების საქმიანობას, მიზნებსა და ამოცანებს; ასევე, შესაძლებლობა გექნებათ პირადად გაიცნოთ ქართველი სოციალური მეწარმეები;

გელოდებით 15 დეკემბერს, 13:00 სთ-დან 14:30-ამდე, გამოფენების ცენტრში "ექსპო ჯორჯია" (პავილიონი #3).

სიახლეები

Levan Merkvilishvili

© 2014 საქართველოს სტრატეგიული კვლევების და განვითარების ცენტრი