სოციალური მეწარმეობის ცენტრი სოციალური მეწარმეობის ცენტრი სოციალური მეწარმეობის ცენტრი სოციალური მეწარმეობის ცენტრი სოციალური მეწარმეობის ცენტრი
სოციალური მეწარმეობის ცენტრი

სოციალური მეწარმეობის ფორუმი - 2015

საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის (CSRDG), ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის (EPF) ერთობლივი ორგანიზებით, 15 დეკემბერს, გამოფენების ცენტრში "Expo Georgia" გაიმართა ყოველწლიური სოციალური მეწარმეობის ფორუმი.

ფორუმის ფარგლებში შეჯამდა 2015 წელს სფეროში მიმდინარე მოვლენები, დაისახა 2016 წლის პერსპექტივები, ხელი შეეწყო სხვადასხვა სექტორებისა და სოციალური მეწარმეების ურთიერთობის გაღრმავებას.
ღონისძიების ფარგლებში მოეწყო სოციალური მეწარმეების პროდუქციისა და მომსახურების ამსახველი ფოტოების გამოფენა. გამოფენა განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს იმ ფონზე, როდესაც დაწყებულია სოციალური მეწარმეობის შესახებ კანონზე საპარლამენტო მუშაობა.

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს 130-ამდე არასამთავრობო, სამთავრობო, ბიზნეს სექტორების წარმომადგენლებმა და უშუალოდ სოციალურმა მეწარმეებმა. გამოფენას კი უამრავი დაინტერესებული პირი ეწვია, დაისახა სამომავლო პარტნიორობის პერსპექტივები.

"ეს გახლავთ ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი. აღსანიშნავია ის, რომ ბოლო წლების განმავლობაში განსაკუთრებულად გააქტიურდა სოციალური მეწარმეობა და სულ უფრო მეტი საწარმო იხსნება. აქ არიან დასაქმებულები სოციალურად დაუცველი ადამიანები, შშმ პირები, ისეთი მოქალაქეები, რომელთაც
 განსაკუთრებული ზრუნვა სჭირდებათ. " - აღნიშნა თბილისის მერმა, ბ-ნმა დავით ნარმანიამ ფორუმთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებაში.

სიახლეები

Levan Merkvilishvili

© 2014 საქართველოს სტრატეგიული კვლევების და განვითარების ცენტრი