სოციალური მეწარმეობის ცენტრი სოციალური მეწარმეობის ცენტრი სოციალური მეწარმეობის ცენტრი სოციალური მეწარმეობის ცენტრი სოციალური მეწარმეობის ცენტრი
სოციალური მეწარმეობის ცენტრი

თვითმმართველობა და სოციალური მეწარმეობის მხარდაჭერის შესაძლო მექანიზმები

საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის თანამშრომლებმა 2015 წლის 26-27 დეკემბერს, ქ. გორისა და ქ. ბათუმის თვითმმართველობის წევრებისთვის ჩაატარეს ტრენინგი თემაზე" თვითმმართველობა და სოციალური მეწარმეობის მხარდაჭერის შესაძლო მექანიზმები". ტრენინგის მიზანი იყო მონაწილე თვითმმართველობის წევრებისთვის სოციალური მეწარმეობის არსის უკეთ გაცნობა და პრაქტიკული მხარდაჭერის მექანიზმებზე მსჯელობა.

ტრენინგზე განხილული იქნა შემდეგი საკითხები:

  • სოციალური მეწარმეობა -  კონცეფციის განმარტება;
  • სოციალური საწარმო და ბიზნეს კომპანია - მსგავსება და განსხვავება;
  • სოციალური საწარმოს როლები  - საერთაშორისო და ადგილობრივი გამოცდილება;
  • სოციალური საწარმოების ქართული და საერთაშორისო მაგალითები;
  • თვითმმართველობის საკანონმდებლო საფუძვლები;
  • თვითმმართველობის კომპეტენციები და სოციალურ საწარმოებთან თანამშრომლობის შესაძლო სფეროები;
  • სოციალური საწარმოების მხარდაჭერის შესაძლო მექანიზმები;

ტრენინგი ინტერაქტიულ ხასიათს ატარებდა, მონაწილეები აქტიურად ჩაერთვნენ თითოეული საკითხის განხილვის და ანალიზის პროცესში.

ტრენინგი ჩატარდა ASB-სა და CHCA-ს პროექტის "სოციალური საწარმოები იძულებით გადაადგილებულ პირთათვის საქართველოში" ფარგლებში, რომელიც დაფინანსებულია ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ.

ფოტოგალერეა შეგიძლიათ იხილოთ აქ

სიახლეები

Levan Merkvilishvili

© 2014 საქართველოს სტრატეგიული კვლევების და განვითარების ცენტრი