სოციალური მეწარმეობის ცენტრი სოციალური მეწარმეობის ცენტრი სოციალური მეწარმეობის ცენტრი სოციალური მეწარმეობის ცენტრი სოციალური მეწარმეობის ცენტრი
სოციალური მეწარმეობის ცენტრი

კონკურსი "ინდივიდუალური კონსულტაციები სოციალური საწარმოებისთვის"

"საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი" იწვევს საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, რომლებსაც სურთ სოციალური სამეწარმეო საქმიანობის დაწყება, ან უკვე ეწევიან სოციალურ მეწარმეობას, მონაწილეობა მიიღონ კონკურსში "ინდივიდუალური კონსულტაციები სოციალური საწარმოებისთვის".

"საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი" არის საზოგადოებრივი, არამომგებიანი, არაპოლიტიკური ორგანიზაცია, რომელიც 1995 წელს დაფუძნდა. 2009 წლიდან ორგანიზაციამ დაიწყო საქართველოში სოციალური მეწარმეობის განვითარების მხარდაჭერის პროექტი. მისი ერთ-ერთი უმთავრესი ამოცანაა საქართველოში სოციალური მეწარმეობის, როგორც სოციალური ან გარემოსდაცვითი პრობლემების მოგვარების ერთ-ერთი ეფექტიანი გზის, განვითარების ხელშეწყობა.  ინიციატივა ხორციელდება გერმანული ორგანიზაციის - "პური მსოფლიოსთვის" (Bread for The World) ფინანსური მხარდაჭერით.

კონკურსის მიზანი

კონკურსის მიზანია: მოქმედ და დამწყებ სოციალურ საწარმოებს ჩაუტარდეთ ინდივიდუალურ საჭიროებაზე მორგებული კონსულტაციები სოციალური საწარმოს დაფუძნების, მართვის, სოციალური შედეგების დაგეგმვის და შეფასების მეთოდების,  მარკეტინგულ, ფინანსურ და საგადასახადო საკითხებზე.

საკონსულტაციო პროცესის ფარგლებში სოციალური საწარმოს დაფუძნების მსურველი ორგანიზაციის წარმომადგენლების და ცენტრის ექსპერტების ერთობლივი მუშაობის შედეგად შემუშავდება ბიზნეს გეგმა, რომელიც უზრუნველყოფს საწარმოს მომავალ წარმატებას.

მოქმედი სოციალური საწარმოების შემთხვევაში, ერთობლივად გაანალიზებული არსებული მდგომარეობისა და საჭიროებების საფუძველზე შემუშავდება საწარმოს შემდგომ განვითარებაზე მიმართული ღონისძიებები.

ვის შეუძლია მონაწილეობა?

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია საქართველოში რეგისტრირებულ საზოგადოებრივ და სათემო ორგანიზაციებს, რომლებსაც სურთ სამეწარმეო საქმიანობის დაწყება ან უკვე ახორციელებენ სამეწარმეო საქმიანობას.

კონკურსში მონაწილეთა განაცხადების შერჩევისას უპირატესობა მიენიჭება შრომის ბაზარზე ნაკლებად კონკურენტულ მდგომარეობაში მყოფი ადამიანების დასაქმებაზე ორიენტირებულ სოციალურ საწარმოებს.

კონკურსის პირობები

მიმდინარე კონკურსის ფარგლებში საკონსულტაციო მომსახურებისთვის შერჩეული იქნება 3 ორგანიზაცია.

1. კონკურსანტების შერჩევისას, სოციალური საწარმოს დაფუძნების მსურველთათვის უპირატესობა მიენიჭებათ ორგანიზაციებს, რომელთა განაცხადშიც:

  • ნათლად იქნება ჩამოყალიბებული ორგანიზაციის მიერ სოციალური საწარმოს დაფუძნების შესახებ მიღებული  გადაწყვეტილების მიზეზები;
  • მკაფიოდ იქნება აღწერილი საწარმოს სოციალური სარგებელი და შედეგი რომლის მიღებასაც გეგმავს ორგანიზაცია;
  • დასაბუთებული იქნება ორგანიზაციის მზაობა სოციალური საწარმოს დასაფუძნებლად.

2. კონკურსანტების შერჩევისას, მოქმედი სოციალური საწარმოს შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭებათ ორგანიზაციებს, რომელთა განაცხადშიც:

  • ნათლად იქნება წარმოჩენილი ის სოციალური სარგებელი და შედეგი რომლის მიღწევაც შეძლო სოციალურმა საწარმომ;
  • ნათლად იქნება განსაზღვრული საწარმოს საქმიანობაში არსებული გამოწვევები და ორგანიზაციის პოტენციალი გააუმჯობესოს და განავითაროს საწარმო;
  • განსაზღვრული იქნება საკითხები, რომლებზეც ორგანიზაციას სურს მიიღოს საკონსულტაციო მომსახურება.

დაინტერესებულმა ორგანიზაციებმა უნდა წარმოადგინონ სააპლიკაციო ფორმა, თანდართული ფორმის შესაბამისად.

  1. სააპლიკაციო ფორმა სოციალური საწარმოს დაფუძნების მსურველი ორგანიზაციებისთვის.
  2. სააპლიკაციო ფორმა მოქმედი სოციალური საწარმოს მქონე ორგანიზაციებისთვის.

განაცხადების წარდგენის პროცედურა:

განაცხადების წარმოდგენა შესაძლებელია ელექტრონული ფორმით მისამართზე: apply@csrdg.ge ან ნაბეჭდი სახით სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის ოფისში.

განაცხადების შემოტანის საბოლოო ვადაა

201წლის17 თებერვალი, 18:00 სთ.

დაგვიანებული განაცხადები არ განიხილება!

განაცხადი უნდა წარმოადგინოთ მხოლოდ თანდართული სააპლიკაციო ფორმის შესაბამისად. განსხვავებული ფორმით წარმოდგენილი განაცხადები და არასრულად შევსებული სააპლიკაციო ფორმები არ განიხილება. განაცხადებს შეაფასებს და გამარჯვებულ ორგანიზაციებს გამოავლენს დამოუკიდებელი საბჭო, რომელიც დაკომპლექტებულია ბიზნესისა და მარკეტინგის ექსპერტებით.

საკონტაქტო ინფორმაცია:

საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი

თბილისი, დელისის 1 შესახვევი 5ა, ტელ: (+995 32) 2399019/18

e-mail: apply@csrdg.ge

საკონტაქტო პირი: სალომე ხუციშვილი

სიახლეები

Levan Merkvilishvili

© 2014 საქართველოს სტრატეგიული კვლევების და განვითარების ცენტრი