სოციალური მეწარმეობის ცენტრი სოციალური მეწარმეობის ცენტრი სოციალური მეწარმეობის ცენტრი სოციალური მეწარმეობის ცენტრი სოციალური მეწარმეობის ცენტრი
სოციალური მეწარმეობის ცენტრი

პრო-ბონო კონსულტაციები სოციალური საწარმო "სობისის ახალგაზრდული კოოპერატივისთვის"

საქართველოს პრო ბონო ქსელის წევრმა კომპანიებმა 2016 წელი აქტიური საქმიანობით დაიწყეს.

1. კომპანია ჯი-პი-აი ჰოლდინგმა დაიწყო სოციალური საწარმო "სობისის ახალგაზრდული კოოპერატივის" კონსულტირება. საკონსულტაციო პროცესის მიზანია
საწარმოსთვის ახალი მარკეტინგული კომუნიკაციის სტრატეგიის შემუშავება. 28 იანვარს შედგა პირველი დაგეგმვითი შეხვედრა, რომელზეც დაზუსტდა პრობლემის არსი, საწარმოს წარმომადგენლებმა კონსულტანტებს მიაწოდეს ინფორმაცია საკუთარი საქმიანობის შესახებ და უპასუხეს კითხვებს, დაკონკრეტდა კონსულტირების მიზნები, დაიგეგმა საკონსულტაციო პროცესი და გაიწერა ვადები.

2. იანვარში დაიწყო ასევე მეორე თანამშრომლობაც. კერძოდ, იმავე სოციალური საწარმო "სობისის ახალგაზრდული კოოპერატივის" მოთხოვნას იურიდიული კონსულტაციის მიღების თაობაზე გამოეხმაურა კომპანია "ალიანს გრუპ ჰოლდინგი". 1 თებერვალს "ალიანს გრუპ ჰოლდინგის" იურისტებმა პირველი კონსულტაცია გაუწიეს საწარმოს თანამშრომლებს. კონსულტაცია შეეხებოდა სოციალური საწარმოს (კოოპერატივის) პაიების თანამშრომელთა მფლობელობაში გადაცემის პრინციპებსა და ახალი წესდების შემუშავებას. აქვე გამოიკვეთა აგრეთვე შემდეგი კონსულტაციის საჭიროება და დაიგეგმა ერთობლივი მუშაობის პროცესი.

"საქართველოს პრო ბონო ქსელი", რომელიც 2015 წელს შეიქმნა, წარმოადგენს საქართველოში მოქმედი ადგილობრივი და საერთაშორისო კომპანიების არაფორმალურ გაერთიანებას, რომელთაც სურთ საკუთარი ექსპერტიზისა და პროფესიული რესურსების გამოყენება საზოგადოების სასიკეთოდ.


პრო ბონო სერვისების მედიაციის ინიციატივას "საქართველოს პრო ბონო ქსელთან" თანამშრომლობით ახორციელებს "საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი” (CSRDG).

ინიციატივის მიზანია პრო ბონო სერვისების მიმწოდებელი კომპანიებისა და სამოქალაქო ორგანიზაციების დაკავშირება ექსპერტიზის ხელმისაწვდომობისათვის.

"პრო ბონო სერვისების მედიაციის ინიციატივა" აკავშირებს ერთმანეთთან პრო ბონო კომპანიებსა და ბენეფიციარ საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, კომპანიათა ექსპერტიზის სფეროებისა და საზოგადოებრივ ორგანიზაციათა საჭიროებების მიხედვით.

სიახლეები

Levan Merkvilishvili

© 2014 საქართველოს სტრატეგიული კვლევების და განვითარების ცენტრი