სოციალური მეწარმეობის ცენტრი სოციალური მეწარმეობის ცენტრი სოციალური მეწარმეობის ცენტრი სოციალური მეწარმეობის ცენტრი სოციალური მეწარმეობის ცენტრი
სოციალური მეწარმეობის ცენტრი

სემინარები სტუდენტებისათვის სოციალური მეწარმეობის თემაზე.

23 – 24 და 29 თებერვალს გაიმართა სემინარები და საინფორმაციო შეხვედრები სოციალური მეწარმეობის თემაზე. შეხვედრაზე სტუდენტებს საშალება მიეცათ ღრმად გაცნობოდნენ სოციალური მეწარმეობის კონცეფციის არსსა და კონკურსის "სტუდენტები სოციალური მეწარმეობის მხარდასაჭერად - 2016" ფორმატს. 

შეხვედრები ინტერაქტიურ ხასიათს ატარებდა.

სემინარები გაიმართა საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს მიერ ახლად დაფუძნებულ "ტექნოპარკში", სადაც სტუდენტებისთვის მოეწყო სპეციალური ექსკურსია "ტექნოპარკის" მიერ შეთავაზებული სერვისებისა და ახალი ტექნოლოგიური შესაძლებლობების შესახებ.

თითოეულ სემინარს 60-ამდე სტუდენტი ესწრებოდა, საერთო ჯამში სემინარს 180 სტუდენტი დაესწრო.

სემინარები ატარებდა ინფორმაციულ ხასიათს კონკურსით - "სტუდენტები სოციალური მეწარმეობის მხარდასაჭერად - 2016"  - დაინტერესებული პირებისათვის.

შეგახსენებთ, რომ კონკურსში დარეგისტრირება შესაძლებელია 10 მარტამდე შემდეგ ბმულზე

დამატებითი ინფორმაციისთვის და ფოტოებისათვის ეწვიეთ ჩვენს ფეისბუქ გვერდს "სოციალური მეწარმეობის ცენტრი"

სიახლეები

Levan Merkvilishvili

© 2014 საქართველოს სტრატეგიული კვლევების და განვითარების ცენტრი