სოციალური მეწარმეობის ცენტრი სოციალური მეწარმეობის ცენტრი სოციალური მეწარმეობის ცენტრი სოციალური მეწარმეობის ცენტრი სოციალური მეწარმეობის ცენტრი
სოციალური მეწარმეობის ცენტრი

სოციალური ბიზნესის დაარსების ყოველწლიური კონკურსი

 

"HEC Montréal" ბიზნესის სკოლის, "Grameen"_ის კრეატიული ლაბორატიორიისა და ნობელის პრემიის ლაურეატ მუჰამედ იუნუსის ერთობლივი ძალისხმევით, 2016 წელს იგეგმება პირველი "სოციალური ბიზნესის დაფუძნების" კონკურსის ჩატარება.

კონკურსი მიზნად ისახავს სტუდენტებში სოციალური მეწარმეობის კონცეფციის პოპულარიზაციას. კონკურსის მონაწილე სტუდენტები მიიღებენ ინფორმაციას იმის შესახებ, თუ როგორ პასუხობს სოციალური მეწარმეობა თანამედროვე ბაზრის გამოწვევებს. მონაწილეებს საშუალება ექნებათ დახვეწონ თავიანთი ბიზნეს იდეა და აქციონ ის ნამდვილ სოციალურ ბიზნესად. 

კონკურსი ღიაა ნებისმიერი უნივერსიტეტის ფაკულტეტისა და სასწავლო საფეხურის სტუდენ (ბაკალვრიატი, მაგისტრატურა).

ეტაპები

  • შესარჩევი ეტაპი - აქტიური სტუდენტები შეირჩევიან მათ მიერ აპლიკაციაში მითითებული მონაცემების მიხედვით, სოციალური ბიზნესის იდეა უნდა იყოს მკაფიო და შეესაბამებოდეს სოციალური საწარმოს სტანდარტებს;
  • შერჩეული აპლიკანტები - 2 მაისი 2016 წელი;
  • ონლაინ მოდულების გავლა - 2 ივლისი 2016 წელი;
  • კამპანია სოციალურ ქსელებში;
  • პირველი რაუნდი - ბიზნეს-იდეების პოპულარიზაცია - საუკეთესო შედეგების მქონე 10% გუნდებისა, მიიღებს "მაღალი ზეგავლენის მქონე ბიზნეს იდეის" სერტიფიკატს;
  • მეორე რაუნდი - ჯგუფებმა უნდა გააკეთონ თავიანთი ბიზნეს იდეების პრეზენტაცია, სადაც ნათლად უნდა იკვეთებოდეს იდეის კომერციული პოტენციალი, ე.წ "ქრაუნდფანდიგნის" შესაძლებლობები, ტექნიკურ-ეკონომიკური მდგრადობა. საუკეთესო ხუთი გუნდი მიიღებს 10 000 დოლარს და "საუკეთესო ბიზნეს კონცეფციის" სერტიფიკატს. მეორე რაუნდი გაიმართება 2016 წლის 12 სექტემბერს.
  • მესამე რაუნდი - ბიზნესის განვითარება და პრაქტიკული განხორციელებაის შესაძლებლობა- ამ რაუნდში გუნდებმა თავიანთი იდეა უნდა დახვეწონ სრულყოფილ ბიზნეს გეგმამდე და შემდგომ, კონკურსის ჟიურის წარუდგინონ ის სოციალური შედეგები და ბიზნესის პოტენციური წარმატება, რომელსაც მათი იდეა მოიპოვებს დაფინანსების შემთხვევაში. გაიმარჯვებს 3 გუნდი. მესამე რაუნდის განმავლობაში გუნდები აქტიურ ტრენინგ-სემინარებს გაივლიან.

რეგისტრაცია

დაინტერესებულმა გუნდებმა, 2016 წლის 18 აპრილამდე კონკურსის ორგანიზატორებს უნდა წარუდგინონ ერთ-გვერდიანი სოციალური ბიზნესის იდეის კონცეფცია.

შერჩევის შემთხვევაში, თითოეულმა მონაწილემ 2 მაისამდე უნდა გადაიხადოს 100 დოლარი - კონკურსში მონაწილეობის საფასური, რომელიც დაფარავს:

  • 4 ონლაინ მოდულის ღირებულებას სოციალური ბიზნეს იდეის დასახვეწად,
  • მათი იდეების საიტზე განთავსსებას (საიტია www.socialbusinesscreation.hec.ca )
  • კონკურსის ონლაინ პლატფორმის გამოყენებას;
  • სერტიფიკატების ღირებულებას;
  • 1 კვირიანი ტრენინგის ღირებულებას;

დამატებითი ინფორმაციისთვის

ტელეფონი: (+1) (514) 340-1069

ელექტრონული ფოსტა: sbc@hec.ca
ვებ-გვერდი: www.socialbusinesscreation.hec.ca

 

სიახლეები

Levan Merkvilishvili

© 2014 საქართველოს სტრატეგიული კვლევების და განვითარების ცენტრი