სოციალური მეწარმეობის ცენტრი სოციალური მეწარმეობის ცენტრი სოციალური მეწარმეობის ცენტრი სოციალური მეწარმეობის ცენტრი სოციალური მეწარმეობის ცენტრი
სოციალური მეწარმეობის ცენტრი

I ბას-ტური 2016 წლის სტუდენტური კონკურსის ფარგლებში

25 მარტს, კონკურსის "სტუდენტები სოციალური მეწარმეობის მხარდასაჭერად 2016" ფარგლებში, გაიმართა გაცნობითი ხასიათის შეხვედრა სტუდენტებსა და სოციალურ მეწარმეებს შორის (ბას-ტური).

ბას-ტურის მიზანი სტუდენტური გუნდებისთვის სოციალური მეწარმეობის სამუშაო პროცესის ნახვა იყო. გუნდები გაეცვნენ სოციალური მეწარმეობის მუშაობის პროცესს, მიიღეს ინფორმაცია იმ სირთულეების შესახებ, რასაც ამ პროცესში აწყდებიან სოციალური მეწარმეები.

შეხვედრების განმავლობაში სტუდენტებს საშუალება მიეცათ უშუალოდ ქართველი სოციალური მეწარმეებისგან მოესმინათ პასუხები მათ მიერ დასმულ შეკითხვებზე.

ბას-ტურზე გაიცა დავალება იმ 3 სტუდენტური გუნდისთვის, რომელმაც უნდა იმუშაოს სოციალურ საწარმო "იკორთას" გაყიდვების მაჩვენებლების ზრდაზე და საწარმოს ცნობადობის ამაღლებაზე. შეხვედრისას ჩამოყალიბდა სტუდენტებსა და სოციალურ მეწარმე - ნანა ჩქარეულს შორის კომუნიკაციის სამომავლო ფორმა.

სიახლეები

Levan Merkvilishvili

© 2014 საქართველოს სტრატეგიული კვლევების და განვითარების ცენტრი