სოციალური მეწარმეობის ცენტრი სოციალური მეწარმეობის ცენტრი სოციალური მეწარმეობის ცენტრი სოციალური მეწარმეობის ცენტრი სოციალური მეწარმეობის ცენტრი
სოციალური მეწარმეობის ცენტრი

II ბას-ტური - "სტუდენტები სოციალური მეწარმეობის მხარდასაჭერად 2016"

29 მარტს, კონკურსის "სტუდენტები სოციალური მეწარმეობის მხარდასაჭერად 2016" ფარგლებში, გაიმართა კიდევ ერთი ბას-ტური კონკურსის მონაწილე გუნდებისათვის.

ბას-ტურის მიზანი სტუდენტური გუნდებისთვის სოციალური მეწარმეობის სამუშაო პროცესის ნახვა იყო. გუნდები 
გაეცვნენ შემდეგი სოციალური საწარმოების მუშაობის პროცესს:

  • დავითიანნი (ხის სათამაშოების წარმოება);
  • ზესხო (სვანური მარილის სოციალური საწარმო);
  • კამარა (სოციალური კაფე)

სტუდენტებმა მიიღეს ინფორმაცია იმ სირთულეების შესახებ, რასაც სოციალური მეწარმეები წარმოების პროცესში აწყდებიან.

შეხვედრების განმავლობაში სტუდენტებს საშუალება მიეცათ უშუალოდ ქართველი სოციალური მეწარმეებისგან მოესმინათ პასუხები მათ მიერ დასმულ შეკითხვებზე.

ბას-ტურზე გაიცა დავალება იმ 3 სტუდენტური გუნდისთვის, რომელმაც უნდა იმუშაოს სოციალურ საწარმო "არტ-კაფე კამარას" ვიზიტორების რაოდენობის ზრდაზე და საწარმოს ცნობადობის ამაღლებაზე. შეხვედრისას ჩამოყალიბდა სტუდენტებსა და კაფეს მენეჯერს შორის კომუნიკაციის სამომავლო ფორმა.

სიახლეები

Levan Merkvilishvili

© 2014 საქართველოს სტრატეგიული კვლევების და განვითარების ცენტრი