სოციალური მეწარმეობის ცენტრი სოციალური მეწარმეობის ცენტრი სოციალური მეწარმეობის ცენტრი სოციალური მეწარმეობის ცენტრი სოციალური მეწარმეობის ცენტრი
სოციალური მეწარმეობის ცენტრი

სტუდენტური კონკურსის ნახევარფინალი

"სტუდენტები სოციალური მეწარმეობის მხარდასაჭერად - 2016" ყოველწლიური სტუდენტური კონკურსია, რომელიც 2012 წლის შემდგომ, საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრისა და ევროპის ფონდის ორგანიზებით იმართება.

27 აპრილს, ევროპის სახლში გაიმართა სტუდენტური კონკურსის ნახევარფინალური ეტაპი.

კონკურსი ორ ნომინაციაში იმართება:

  1. არსებული სოციალური საწარმოს პრობლემის მოგვარება;
  2. ახალი სოციალური საწარმოს დაარსება;

თითოეულ ნომინაციაში 12-12 გუნდი იღებს მონაწილეობას, რომელთაგანაც, ნახევარფინალურ ეტაპზე ირჩევა საუკეთესო 4-4 გუნდი.

ფინალურ ეტაპზე გადასული გუნდები 1 თვის განმავლობაში აგრძელებენ ასპარეზობას კონკურსში, რათა მოიპოვონ გამარჯვება. პირველ ნომინაციაში, ნახევარფინალურ ეტაპზე გადასულ თითოეულ გუნდს გადაეცემა 1500 ლარი, რათა თეორიულად დაწერილი პროექტები პრაქტიკაში განახორციელონ და შეეცადონ სოციალური საწარმოს პრობლემის მოგვარებას, მეორე ნომინაციაში ფინალურ ეტაპზე გადასული 4 გუნდი კი, თავიანთი ბიზნეს იდეის კონცეფციას სრულყოფილ ბიზნეს-გეგმის სახეს აძლევენ.

პირველ ნომინაციაში გამარჯვებული გუნდის ყველა წევრს, საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის მიერ დაუფინანსდება ვიზიტი სოცაილური მეწარმეობის თემასთან დაკავშირებულ საერთაშორისო კონფერენციაზე, მეორე ნომინაციაში გამარჯვებული გუნდი კი მაქსიმალურად დახვეწს ბიზნეს-გეგმას, რათა დააკმაყოფილოს ევროპის ფონდის კრიტერიუმები და მიიღოს 20 000 ლარიანი დაფინანსება.

ნახევარფინალურ ეტაპზე გამარჯვებული გუნდები:

პირველ ნომინაციაში არიან:

  • ერუდიტი
  • ლაზიერი
  • თქვენი Online რეპეტიტორი
  • 99 ცენტი

მეორე ნომინაციაში გაიმარჯვეს შემდეგმა გუნდებმა:

  • 303
  • კრეატიული სოციალური საწარმო
  • სოციალური საწარმო
  • Hand4Help

ფინალურ ეტაპზე გადასულ გუნდებს წინ ნაყოფიერი, აქტიური და დატვირთული 1 სამუშაო თვე ელით.

სიახლეები

Levan Merkvilishvili

© 2014 საქართველოს სტრატეგიული კვლევების და განვითარების ცენტრი