სოციალური მეწარმეობის ცენტრი სოციალური მეწარმეობის ცენტრი სოციალური მეწარმეობის ცენტრი სოციალური მეწარმეობის ცენტრი სოციალური მეწარმეობის ცენტრი
სოციალური მეწარმეობის ცენტრი

ფინალი - სტუდენტები სოციალური მეწარმეობის მხარდასაჭერად 2016

"სტუდენტები სოციალური მეწარმეობის მხარდასაჭერად" ყოველწლიური კონკურსია, რომელიც 2012 წლიდან იმართება "საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრისა" და "ევროპის ფონიდის" ერთობლივი ორგანიზებით.

კონკურსი ორ ნომინაციაში იმართება:

  1. არსებული სოციალური საწარმოს პრობლემური ამოცანის გადაწყვეტა;
  2. ახალი სოციალური საწარმოს დაარსება.

2016 წლის კონკურსი შეცვლილი ფორმატით, ყველა უნივერსიტეტის ნებისმიერი ფაკულტეტის კურსისა და სტუდენტისთვის თებერვლის თვეში დაიწყო, 12-12-მა სტუდენტურმა გუნდმა აქტიურად იმუშავა როგორც არსებული სოციალური საწარმოების გაძლიერებაზე, ისე ახალი სოციალური საწარმოების დაარსები იდეაზე, რათა მოეპოვებინათ გამარჯვება.

ფინალში გადასულმა 4-4 გუნდმა (თითოეული ნომინაციიდან) 8 ივნისს წარმოადგინა მათ მიერ გაწეული სამუშაოების პრეზენტაცია. მათგან, პირველ ნომინაციაში გაიმარჯვა გუნდმა "თქვენი ონლაინ 

რეპეტიტორი", 1 თვის განმავლობაში გუნდის მიერ განხორციელებული აქტივობების შედეგად სოციალური საწარმო "იკორთას" გაყიდვები გაორმაგდა. ასევე, იკორთას პროდუქცია ექსპორტზე გაიტანეს ამერიკის შეერთებულ შტატებსა და რუსეთში.

რაც შეეხება მეორე ნომინაციაში გამარჯვებულ გუნდს "Hand 4 Help", გუნდის იდეა მდგომარეობს პროთეზების მწარმოებელი სოციალური საწარმოს შექმნაში.

10 ივნისს გაიმართა დაჯილდოვების ცერემონია და კონკურსის მონაწილე გუნდებისთვის ცნობილი გახდა გამარჯვებულთა ვინაობა, I ნომინაციაში გამარჯვებული გუნდის თითოეულ წევრს, საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი დაუფინანსებს სოციალურ მეწარმეობასთან დაკავშირებულ საერთაშორისო შეხვედრაზე (კონფერენცია, ფორუმი, ა.შ) ვიზიტს, მე-2 ნომინაციაში გამარჯვებულ გუნდს კი, სოციალური საწარმოს ბიზნეს გეგმის ჩამოყალიბების შემდგომ, ევროპის ფონდი გადასცემს 20 000 ლარიან გრანტს სოციალური საწარმოს დასაფუძნებლად.

სიახლეები

Levan Merkvilishvili

© 2014 საქართველოს სტრატეგიული კვლევების და განვითარების ცენტრი