სოციალური მეწარმეობის ცენტრი სოციალური მეწარმეობის ცენტრი სოციალური მეწარმეობის ცენტრი სოციალური მეწარმეობის ცენტრი სოციალური მეწარმეობის ცენტრი
სოციალური მეწარმეობის ცენტრი

neuLAND სტიპენდია ახალგაზრდა სოციალური მეწარმეებისთვის

neuLAND-ი არის საერთაშორისო სასტიპენდიო პროგრამა, რომელიც დაიწყო და ახორციელებს გერმანიის ფედერაციის საგარეო საქმეთა ოფისისა და ბერლინის ევროპული აკადემიის მიერ. პროგრამის მიზანია ახალგაზრდა სოციალური მეწარმეების გააქტიურება და მათი სტიმულირება ჩაერთონ და წამოიწყონ სოციალური, ეკონომიკური, პოლიტიკური და კულტურული ინიციატივები.

neuLAND-ში ჩართვა შეუძლიათ იმ ქართველ, მოლდოველ, უკრაინელ, სომეხ, აზერბაიჯანელ, ბელარუსელ, და რუს ახალგაზრდებს 28 წლამდე, რომელთაც აქვთ ინიციატივები და კრეატიული იდეები სოციალურ მეწარმეობაზე - საზოგადოებაში სოციალური ფონის გასაუმჯობესებლად.

ოთხ კვირიანი პროგრამა მონაწილეებს მისცემს საშუალებას აქტიურად იმუშაონ თავიანთ იდეებზე, დახვეწონ ისინი, იმუშავონ ექსპერტებთან და სხვა მონაწილეებთან ერთად და პრაქტიკაში ნახონ როგორ მუშაობს სოციალური მეწარმეობა გერმანიაში. პროგრამა მონაწილეებს საშუალებას მისცემს სამშობლოში დაბრუნების შემდეგ თავად განახორციელონ იდეები სოციალური მეწარმეობის კუთხით.

თითოეული ქვეყნიდან შეირჩევა 2-4 მონაწილე, რომელთაც პროგრამის ფარგლებში დაეფარებათ:

  • ყველა ხარჯი, რომელიც დაკავშირებულია პროექტით გათვალისწინებულ სემინარებთან, ვორკშოპებთან, დაბინავებასთან და ტრანსპორტირებასთან;
  • მატარებლის ბილეთების ხარჯი გერმანიაში მოგზაურობისთვის;
  • საცხოვრებლის, კვების, ტრანსპორტირებისა და ყველა სხვა ტიპის ხარჯი, რომელიც საჭიროა სამი კვირის განმავლობაში გერმანიის სხვადასხვა ქალაქებში სამოგზაუროდ.

მოთხოვნები:

  • აპლიკანტი უნდა იყოს 20-იდან 28 წლამდე;
  • გამართული ინგლისური;
  • პროექტით გათვალისწინებული რომელიმე ქვეყნის მოქალაქეობა;

საჭირო დოკუმენტები:

  • პერსონალური მონაცემები საკონტაქტო ინფორმაციის მითითებით;
  • სამოტივაციო წერილი (სიმბოლოების მაქსიმალური რაოდენობა 3000 ("ადგილის გამოტოვების" გამოკლებით))
  • სოციალური საწარმოს იდეის კონცეფცია (სიმბოლოების მაქსიმალური რაოდენობა 3000 ("ადგილის გამოტოვების" გამოკლებით))

სოციალური საწარმოს იდეის კონცეფცია უნდა პასუხობდეს შეკითხვებს:

  • რა არის თქვენი კონკრეტული სოციალური ბიზნესის იდეა?
  • რა არის თქვენი იდეის სოციალური გავლენა?
  • საზოგადოების რომელ ჯგუფზეა ორიენტირებული იდეა?
  • როგორ უზრუნველყოფთ იდეის განხორციელებას/შესრულებას/იმპლემენტაციას?
  • როგორ აღიქვამთ თქვენ როლს საზოგადოებაში?

აპლიკაციები მიიღება 2016 წლის 29 ივლისის ჩათვლით ვადაში.

პროექტის აღწერის ორიგინალი ვერსიისთვის დააწკაპეთ აქ

გთხოვთ, მოთხოვნილი ინფორმაცია გადააგზავნოთ ბერლინის ევროპული აკადემიის შემდეგ საკონტაქტო პიროვნებასთან:

Ms Claudia Rehrs (+49 3089595137)
46/48 Bismarckallee, D-14193 Berlin
cr@eab-berlin.eu, www.eab-berlin.eu

გისურვებთ წარმატებებს!

 

სიახლეები

Levan Merkvilishvili

© 2014 საქართველოს სტრატეგიული კვლევების და განვითარების ცენტრი