სოციალური მეწარმეობის ცენტრი სოციალური მეწარმეობის ცენტრი სოციალური მეწარმეობის ცენტრი სოციალური მეწარმეობის ცენტრი სოციალური მეწარმეობის ცენტრი
სოციალური მეწარმეობის ცენტრი

Social Leader Forum 2016

კრეატიული განვითარების ცენტრი იწვევს საჯარო, არასამთავრობო და სოციალური ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებს საქართველოდან, სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან, რუსეთიდან და თურქეთიდან სოციალური ლიდერობის ფორუმში მონაწილეობის მისაღებად.

სოციალური ლიდერობის ფორუმი ყოველწლიური ღონისძიებაა. 2016 წლის ფორუმის მთავარი თემაა სოციალური მეწარმეობა, როგორც ერთ-ერთი კარგი საშუალება მარგინალური ჯგუფის წევრების საზოგადოებაში ინტეგრაციისთვის.

პროექტი წარმოადგენს ქვეყნებს შორის ინფორმაციის გაცვლის პლატფორმას ისეთ საკითხებთან დაკავშირებით, როგორებიცაა: სოციალური მეწარმეობა, სოციალური ინოვაციები, სექტორებს შორის თანამშრომლობა დასაქმების შესაძლებლობებთან დაკავშირებით და სოციალური მეწარმეობა.

პროექტით გათვალისწინებულია შემდეგი აქტივობები:

Kick off meeting - პროექტის პირველი ეტაპი საქართველოში - 29 სექტემბერი - 5 ოქტომბერი.

საწყის ეტაპზე, მონაწილეები შეხვდებიან საქართველოში, რათა დაგეგმონ მომავალი თანამშრომლობის პრინციპი, ერთმანეთს გაუზიარონ მათი გამოცდილება და წვლილი შეიტანონ სექტორთაშორის თანამშრომლობაში. 

Local Activities - ოქტომბერი - ნოემბერი

მონაწილეები დაგეგმავენ და განახორციელებენ პროექტს, რომელიც მიმართული იქნება სექტორთაშორისი თანამშრომლობის გაძლიერებაზე. პროექტის იდეა უნდა ითვალისწინებდეს ამ ტიპის თანამშრომლობის მდგრად განვითარებას. მონაწილეები მიიღებენ მცირე გრანტებს ფორუმის ორგანიზატორებისაგან, რათა განახორციელონ მათი მცირე პროექტები ფორუმამდე.

Forum - 4-11 დეკემბერი - სტამბული, თურქეთი

ფორუმის მსვლელობისას მონაწილეები წარმოადგენენ მათ მიერ გაწეულ სამუშაოს, შედეგებს, შეხვდებიან სხვადასხვა სექტორის წარმომადგენლებს და მოწვეულ სტუმრებს არასამთავრობო, საზოგადოებრივი და ბიზნეს სექტორებიდან. ფორუმი კარგი საშუალება იქნება მონაწილეებსა და მოწვეულ სტუმრებს შორის მომავალი თანამშრომლობის დასაგეგმად. პროექტის ფინალური ღონისძიება ასევე მოიცავს გასული წლების ფორუმის მონაწილეების შეხვედრას მიმდინარე წლის მონაწილეებთან, შეხვედრა კარგი საშუალება იქნება გამოცდილების გასაზიარებლად.

პროექტი ხორციელდება კრეატიული განვითარების ცენტრის მიერ CRISP-თან თანამშრომლობით, Black Sea Trust-ისა და Erasmus +_ის დაფინანსებით.

პროექტში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ სოციალურ მეწარმეებს, ახალგაზრდა მუშაკებს, ახალგაზრდა ლიდერებს, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, საჯარო და ბიზნეს სექტორების წარმომადგენლებს, უნივერსიტეტების წარმომადგენლებს და იმ ადამიანებს, რომლებიც მუშაობენ ახალგაზრდების დასაქმების, სამუშაო ძალის მიგრაციისა და სოციალური ინკლუზიის საკითხებზე.

პროექტში მონაწილეობა უფასოა, ყველა ხარჯი, მგზავრობისა და საცხოვრებლის ჩათვლით, იფარება პროექტის მიერ.

პროექტის დასკვნითი ნაწილი გაიმართება 11 დეკემბერს თურქეთში, სტამბულში.

დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ბმულს

სიახლეები

Levan Merkvilishvili

© 2014 საქართველოს სტრატეგიული კვლევების და განვითარების ცენტრი