სოციალური მეწარმეობის ცენტრი სოციალური მეწარმეობის ცენტრი სოციალური მეწარმეობის ცენტრი სოციალური მეწარმეობის ცენტრი სოციალური მეწარმეობის ცენტრი
სოციალური მეწარმეობის ცენტრი

განაახლე "უსარგებლო ნივთები" ფაბ-ლაბში

27 სექტემბრიდან 1-ლი ოქტომბრის ჩათვლით საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს მხარდაჭერით, ტექნოპარკის ფაბლაბში ვორქშოპს (TOT ტრენინგი )ჩაატარებს პოლონელი დიზაინერი კატარჟინა ჰერმან იანიეკი, რომელიც 5 დღის განმავლობაში ვორკშოპის მონაწილეებს ასწავლის ძველი გაზეთების გამოყენებით სხვადასხვა საყოფაცხოვრებო და სახელოვნებო ავეჯისა და აქსესუარების შექმნას, ასევე ფაბლაბის მაღალტექნოლოგიური დაზგა-დანადგარების საშუალებით გაუზიარებს მათ ცოდნას თუ როგორ მიანიჭონ ახალი დანიშნულება „უსარგებლო ნივთებს.

კატარჟინა იანიკი ეკოლოგიური მასალის გამოყენებით ქმნის ისეთ ავეჯსა და დეტალებს, რაც დაკავშირებულია ფოლკლორის ტრადიციებთან. მისი დიზაინები გამოირჩევა სიმარტივითა და ფუნქციურობით.

პროექტის ორგანიზატორია „სოციალური ფოტოგრაფიის ფონდი კავკასიაში“.
ვორქშოპი ჩატარდება ყოველ დღე, 11:00-დან 19:00 საათამდე.

ვორქშოპზე დასწრების მსურველები ეწვიეთ ბმულს და დარეგისტრირდით 

რეგისტრაციის ვადებია : 16.09.2016 – 22.09.2016; დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: +995 599 986 499 , ინოვაციების ქუჩა #7,ოქროყანა, თბილისი

სიახლეები

Levan Merkvilishvili

© 2014 საქართველოს სტრატეგიული კვლევების და განვითარების ცენტრი