სოციალური მეწარმეობის ცენტრი სოციალური მეწარმეობის ცენტრი სოციალური მეწარმეობის ცენტრი სოციალური მეწარმეობის ცენტრი სოციალური მეწარმეობის ცენტრი
სოციალური მეწარმეობის ცენტრი

ტრენინგი "საქველმოქმედო ორგანიზაციებისა და სოციალური საწარმოს მენეჯმენტი"

ფონდი ,,ბილივი’’, 1-ელ ნოემბერს, თბილისში და 4 ნოემბერს ბათუმში გამართავს ტრენინგს თემაზე: ,,საქველმოქმედო ორგანიზაციებისა და სოციალური საწარმოების მართვა’’

ტრენინგს გაუძღვება კემბრიჯის ,,ანგლია რასკინ’’ (Anglia Ruskin University) უნივერსიტეტის ლექტორი, საქველმოქმედო და სოციალური საწარმოების მენეჯმენტის ბაკალავრიატის კურსის ხელმძღვანელი ენდრიუ ბრეიდი.

საქართველოს სტრატეგიული კვლევების და განვითარების ცენტრი (CSRDG) ტრენინგის მხარდამჭერია მიკროსაფინანსო ორგანიზაცია "კრისტალთან" ერთად.

ერთი სოციალური მეწარმის ტრენინგში მონაწილეობის ღირებულებას თითოეული სოციალური საწარმოდან დაფარავს "კრისტალი", თუმცა, ადგილები შეზღუდულია.

ტრენინგში მონაწილეობის მისაღებად, არაუგვიანეს 25 ოქტომბრისა, დარეგისტრირდით ბმულზე

დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ იხილოთ მიბმული ფაილი ან დაუკავშირდეთ მარი ნადარაიას ელ ფოსტაზე: 

mari.nadaraia@gmail.com

გისურვებთ წარმატებას.

 

სიახლეები

Levan Merkvilishvili

© 2014 საქართველოს სტრატეგიული კვლევების და განვითარების ცენტრი