სოციალური მეწარმეობის ცენტრი სოციალური მეწარმეობის ცენტრი სოციალური მეწარმეობის ცენტრი სოციალური მეწარმეობის ცენტრი სოციალური მეწარმეობის ცენტრი
სოციალური მეწარმეობის ცენტრი

ნომინაციები - სოციალური მეწარმეობის ფორუმი

 

ფორუმის და ნომინაციების შესახებ

"სოციალური მეწარმეობის ფორუმი" 2012 წლიდან ტარდება და ყოველწლიურ ხასიათს ატარებს.
2016 წლის "სოციალური მეწარმეობის ფორუმი" ჩატარდება 8 დეკემბერს და წელს პირველად, ფორუმის ფარგლებში გამოვლინდებიან გამარჯვებულები ორ ნომინაციაში:
1. წლის სოციალური საწარმო
2. წლის Start Up სოციალური საწარმო.

ვის შეუძლია მონაწილეობა?

ნომინაციაში "წლის სოციალური საწარმო" მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საქართველოში მოქმედ სოციალურ საწარმოებს, რომლებიც წარმატებული და უწყვეტი მუშაობის მინიმუმ 2 წლიან გამოცდილებას ფლობენ.

ნომინაციაში "წლის Start Up სოციალური საწარმო" მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საქართველოში მოქმედ სოციალურ საწარმოებს, რომლებიც მუშაობის მაქსიმუმ 18 თვიან გამოცდილებას ფლობენ.

ვის შეუძლია საწარმოს ნომინირება?

  • სოციალური საწარმოს მენეჯმენტის (მმართველი ორგანოს) წარმომადგენელს;
  • სოციალურ საწარმოში დასაქმებულ პირს;
  • სოციალური საწარმოს მეგობარ პირს მენეჯმენტთან შეთანხმებით.

როგორ შეფასდებიან აპლიკანტები?

სოციალური საწარმოები ნომინაციაში "წლის სოციალური საწარმო" შეფასდებიან შემდეგი კრიტერიუმების საფუძველზე:

  • ნათლად ჩამოყალიბებული მისია/ხედვა;
  • სოციალური შედეგები და სოციუმისთვის მოტანილი სარგებელი;
  • ეკონომიკური შედეგები და საწარმოს მდგრადობა;
  • სოციალური საწარმოს საქმიანობაში დაინტერესებული პირების ჩართულობა/მობილიზაცია;
  • 2016 წელს სოციალური საწარმოს განვითარებისთვის გადადგმული ნაბიჯები (მაგ: გაფართოება, პროდუქციის სახეობების გამრავალფეროვნება, ახალი მნიშვნელოვანი სარეალიზაციო არხების მოძიება ან/და სხვა განსაკუთრებული მიღწევები);
  • ინოვაციურობა და კრეატიულობა.

სოციალური საწარმოები ნომინაციაში "წლის Start Up სოციალური საწარმო" შეფასდებიან შემდეგი კრიტერიუმების საფუძველზე:

  • ნათლად ჩამოყალიბებული მისია/ხედვა;
  • მიღწეული სოციალური შედეგები და სამომავლო ხედვა;
  • ეკონომიკური შედეგების დინამიკა და ნულოვან მოგებაზე გასვლისთვის დაგეგმილი პერიოდი (რა პერიოდში მოახერხებს საწარმო ნულოვანი მოგების წერტილისთვის მიღწევას?);
  • სოციალური საწარმოს საქმიანობაში მხარდამჭერებისა და დაინტერესებული პირების ჩართულობა/მობილიზაცია;
  • ინოვაციურობა, კრეატიულობა.

როგორ მოხდება გამარჯვებულის გამოვლენა?

  1. 1-ელ ეტაპზე, ნომინაციაში გამარჯვების მსურველმა სოციალურმა საწარმოებმა უნდა შეავსონ აპლიკაცია;
  2. შემოსული განაცხადებიდან ჟიური შეაფასებს თითოეულ მათგანს წინასწარ განსაზღვრული კრიტერიუმების მიხედვით და შეარჩევს 3 სოციალურ საწარმოს;
  3. შერჩეული აპლიკანტები გააკეთებენ პრეზენტაციებს ფორუმის მიმდინარეობისას. გამარჯვებულებს გამოავლენენ ფორუმის მონაწილეები დახურული კენჭისყრის მეშვეობით.

საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად დააწესებს სპეციალურ პრიზებს ორივე ნომინაციაში გამარჯვებული სოციალური საწარმოებისათვის.

ვადები

განაცხადების შემოტანა გაგრძელდება 2016 წლის 21 ნოემბრის 18:00 საათამდე.
განაცხადების მიღება წარმოებს ელექტრონულად (ახლა იმყოფებით სააპლიკაციო ველში).
გთხოვთ გაითვალისწინოთ რამდენიმე ფაქტორი:
1. ერთ სოციალურ საწარმოს მხოლოდ და მხოლოდ ერთ ნომინაციაში და ერთხელ შეუძლია დარეგისტრირება (იმ შემთხვევაში თუ ერთი და იმავე სოციალურ საწარმოზე რამდენიმე აპლიკაცია იქნება შემოსული, განიხილება პირველი მათგანი);
2. აპლიკაციის შევსების შემდგომ შეუძლებელია ტექსტის რედაქტირება;
3. იმ შემთხვევაში თუ საწარმოს ნომინირებას უკეთებს მეგობარი პირი, ეს წინასწარ უნდა იყოს შეთანხმებული სოციალური საწარმოს მენეჯმენტთან.

ონლაინ აპლიკაციები

კონტაქტი

დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ მოგვწეროთ შემდეგ მეილზე:
apply@csrdg.ge
ან შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ნომრებზე:
(032) 2399019; 593587868

გისურვებთ წარმატებას!

სიახლეები

Levan Merkvilishvili

© 2014 საქართველოს სტრატეგიული კვლევების და განვითარების ცენტრი