სოციალური მეწარმეობის ცენტრი სოციალური მეწარმეობის ცენტრი სოციალური მეწარმეობის ცენტრი სოციალური მეწარმეობის ცენტრი სოციალური მეწარმეობის ცენტრი
სოციალური მეწარმეობის ცენტრი

სოციალური მეწარმეობის ფორუმი 2016

8 დეკემბერს, საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრს, განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრისა და ASB საქართველოს ერთობლივი ორგანიზებით, "ევროკავშირისა" და "პური მსოფლიოსთვის" ფინანსური მხარდაჭერით, გაიმართა სოციალური მეწარმეობის ფორუმი - 2016.

ფორუმის მიზანი ქართველ სოციალურ მეწარმეებსა და ამ თემით დაინტერესებულ პირებს შორის კავშირურთიერთობის გაღრმავებაა, ფორუმი ყოველწლიურ ხასიათს ატარებს და ის 2012 წლიდან იმართება.

2016 წლის ფორუმზე, პირველად, გამოვლინდნენ გამარჯვებულები ნომინაციებში "წლის სოციალური საწარმო" და "წლის START UP სოციალური საწარმო". აღნიშნულ ნომინაციებში გამარჯვებულები გახდნენ სოციალური საწარმო "ჰერა" და "არაბული Art-house". ორივე ნომინაციაში გამარჯვებულ სოციალურ საწარმოებს საქართველოს ბანკმა გადასცა 2000 ლარიანი ტექნიკის ვაუჩერი. ასევე, ნომინირებული სოციალური საწარმოებიდან "ფოთის პორტის" რჩეული გახდა ეტლების საწარმო, რომელიც პორტისგან 1000 ლარიან პრიზს მიიღებს. თითოეულ ნომინირებულ საწარმოს "ძმებმა ასკანელებმა" გადასცეს ასკანელის ფირმის ღვინო.  ასევე, კომპანია "სმარტ - ფოტომ" უამრავი სამახსოვრო ფოტო დაუტოვა ფორუმის მონაწილეებს. დაბოლოს, Cambridge Stady გამარჯვებულ სოციალურ საწარმოებს სთავაზობს ტრენინგ კურსის გავლას (ტრენინგების შესახებ ინფორმაცია იხილეთ აქ)

შეგახსნებთ, რომ სოციალური მეწარმეობის 2016 წლის ფორუმის მთავარი თემები იყო:

  • გასული წლის შედეგების შეჯამება და პერსპექტივების დასახვა;
  • სოციალურ საწარმოთა ალიანსის წარდგენა;
  • გამარჯვებულების გამოვლენა ორ ნომინაციაში.

ფორუმს 120-ამდე ადამიანი დაესწრო, მათ შორის იყვნენ ქართველი სოციალური მეწარმეები, ბიზნეს , სამთავრობო და არასამთავრობო სექტორების წარმომადგენლები. ფორუმზე სიტყვით გამოვიდნენ:

  • ეკა ურუშაძე - საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი;
  • ეკა დათუაშვილი - სოციალური მეწარმეობის განვითარების პროგრამის ხელმძღვანელი;
  • ირმა ქავთარაძე - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე;
  • დომინიკა სკუბიდა - ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში;
  • სალომე ხუციშვილი - სოციალურ საწარმოთა ალიანსის აღმასრულებელი დირექტორი;
  • ნანა ჩქარეული - სოციალურ საწარმოთა ალიანსის გამგეობის თავჯდომარე;
  • ირაკლი ჟორჟოლიანი - ბავშვთა და ახალგაზრდობის ფონდი;
  • ბორის კიკნაძე - საქართველოს ბანკი;
  • ქეთევან ებანოიძე - Impact Hub Tbilisi;
  • გიორგი არსენიძე - ASB საქართველო;

როგორც უკვე აღინიშნა, ფორუმი ყოველწლიურ ხასიათს ატარებს და მისი ორგანიზება 2017 წელსაც იგეგმება.

 

 

სიახლეები

Levan Merkvilishvili

© 2014 საქართველოს სტრატეგიული კვლევების და განვითარების ცენტრი