სოციალური მეწარმეობის ცენტრი სოციალური მეწარმეობის ცენტრი სოციალური მეწარმეობის ცენტრი სოციალური მეწარმეობის ცენტრი სოციალური მეწარმეობის ცენტრი
სოციალური მეწარმეობის ცენტრი

ინდივიდუალური კონსულტაციები სოციალური საწარმოებისთვის

საქართველოს მასშტაბით მოქმედ საზოგადოებრივ და სათემო ორგანიზაციებს, რომლებიც ეწევიან სოციალურ მეწარმეობას, ვიწვევთ კონკურსში „ინდივიდუალური კონსულტაციები სოციალური საწარმოებისთვის“ მონაწილეობის მისაღებად. 

კონკურსი ცხადდება ევროკავშირის დაფინანსებით მიმდინარე პროექტის „სოციალური მეწარმეობა - ინოვაციური მიდგომა ეკონომიკური და სოციალური ცვლილებებისთვის“ ფარგლებში.  პროექტს ახორციელებენ: საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG), განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (KEDEC) და საქარველოს არბაითერ-სამარიტერ-ბუნდი (ASB).

სოციალური მეწარმეობა არის ორგანიზებული სამეწარმეო საქმიანობა სოციალური ზრუნვის, სოციალური ადაპტაციის, სიღარიბის შემცირებისა და დაძლევის, საზოგადოების მოწყვლადი ჯგუფების დასაქმების ხელშეწყობის, საგანმანათლებლო, ჯანმრთელობის დაცვის, კულტურის, სპორტის, გარემოს დაცვის სფეროებში, რომლის მიზანი არ არის უპირატესად მოგების მიღება და პარტნიორთა, მეპაიეთა ან აქციონერთა შორის განაწილება. 

კონკურსის მიზანია

მოქმედი სოციალური საწარმოებისთვის, მათ საჭიროებებზე მორგებული ინდივიდუალური საკონსულტაციო მომსახურების გაწევა.

საკონსულტაციო მომსახურების მიღება შესაძლებელია შემდეგ საკითხებზე:

  • სოციალური საწარმოს მართვა, შედეგების დაგეგმვა და შეფასება;
  • სოციალური საწარმოს პროდუქციის/მომსახურების განვითარება;
  • მარკეტინგული სტრატეგია;
  • ფინანსები და გადასახადები;
  • იურდიული საკითხები.

შერჩეული სოციალური საწარმოებისათვის ინდივიდუალური საჭიროებებიდან გამომდინარე, შემუშავდება საწარმოს შემდგომ განვითარებაზე მიმართული ღონისძიებები.

ვის შეუძლია მონაწილეობა

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია საქართველოში რეგისტრირებულ საზოგადოებრივ და სათემო ორგანიზაციებს, რომლებსაც აქვთ მოქმედი სოციალური საწარმო.

განაცხადის წარმოდგენის ვადები და შერჩევის კრიტერიუმები

დაინტერესებულ ორგანიზაციებს, გთხოვთ, წარმოადგინოთ სააპლიკაციო ფორმა თანდართული ფაილის შესაბამისად. (ჩამოსატვირთად დააჭირეთ აქ)

განაცხადების წარმოდგენა შესაძლებელია ელექტრონული ფორმით მისამართზე: apply@csrdg.ge 

განაცხადების შემოტანის საბოლოო ვადა: 2017 წლის  20 იანვარი, 18:00 სთ.

დაგვიანებული განაცხადები არ განიხილება!

კონკურსანტების შერჩევისას, უპირატესობა მიენიჭებათ ორგანიზაციებს, რომელთა განაცხადშიც:

  • ნათლად იქნება წარმოჩენილი ის სოციალური სარგებელი და შედეგი რომლის მიღწევაც შეძლო სოციალურმა საწარმომ;
  • ნათლად იქნება განსაზღვრული საწარმოს საქმიანობაში არსებული გამოწვევები და საკითხები, რაზეც ორგანიზაციას სურს მიიღოს საკონსულტაციო მომსახურება;
  • ნათლად იქნება წარმოჩენილი ორგანიზაციის პოტენციალი გააუმჯობესოს და განავითაროს საწარმო;

განაცხადებს შეაფასებს და გამარჯვებულ ორგანიზაციებს გამოავლენს დამოუკიდებელი საგრანტო კომისია, რომელიც დაკომპლექტებულია ბიზნესისა და მარკეტინგის ექსპერტებით.

საკონტაქტო ინფორმაცია:

საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი

თბილისი, დელისის 1 შესახვევი 5ა,
ტელ: (+995 32) 2 39 90 19/18
e-mail: apply@csrdg.ge
საკონტაქტო პირები:
სალომე ხუციშვილი (598 89 99 66)
გიგა ჩიტიშვილი (593 58 78 68)

განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი

ქუთაისი, გრიშაშვილის მე-4 შესახვევი, # 3,
ტელ: (+995 431) 25 13 30;
საკონტაქტო პირები:
ლიკა კილაძე (591 17 17 71)
გია ჭუმბურიძე (591 64 10 10)
ანდრო აგაბაშვილი (599 51 51 53)

 

 

სიახლეები

Levan Merkvilishvili

© 2014 საქართველოს სტრატეგიული კვლევების და განვითარების ცენტრი