სოციალური მეწარმეობის ცენტრი სოციალური მეწარმეობის ცენტრი სოციალური მეწარმეობის ცენტრი სოციალური მეწარმეობის ცენტრი სოციალური მეწარმეობის ცენტრი
სოციალური მეწარმეობის ცენტრი

სტუდენტები სოციალური მეწარმეობის მხარდასაჭერად - 2017!

კონკურსი „სტუდენტები სოციალური მეწარმეობის მხარდასაჭერად - 2017“ იწყება!

კონკურსი „სტუდენტები სოციალური მეწარმეობის მხარდასაჭერად“ 2012 წლის შემდგომ იმართება.

2017 წელს კონკურსი გაიმართება ევროკავშირის დაფინანსებით მიმდინარე საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის პროექტის "სოციალური მეწარმეობა, ინოვაციური მიდგომა ეკონომიკური და სოციალური ცვლილებებისათვის" ფარგლებში.

კონკურსის მიზანია ახალგაზრდებში სოციალური მეწარმეობის კონცეფციის პოპულარიზაცია და ასევე, არსებული სოციალური საწარმოებისთვის პრობლემური ამოცანების გადაწყვეტა.

რატომ არის კონკურსი სტუდენტებისთვის საინტერესო?

კონკურსი სტუდენტებს თავიანთი ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების შესაძლებლობას აძლევს და მათი ინტერესების სფეროს გაფართოებას უწყობს ხელს. კონკურსის მიმდინარეობისას სტუდენტები შეხვდებიან როგორც ქართველ სოციალურ მეწარმეებს, ისე ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებს. სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ გახდნენ გამარჯვებულები და მოიგონ საინტერესო პრიზები.

კონკურსის ფორმატი

1.შესარჩევი ეტაპი
კონკურსი გულისხმობს არსებული სოციალური საწარმოსთვის კონკრეტული პრობლემური ამოცანების გადაჭრაზე მიმართული ბიზნეს პროექტის შემუშავებას და შემდგომ, მათ პრაქტიკაში განხორციელებას.
შემოსული განაცხადებიდან შეირჩევა 12 საუკეთესო გუნდი (დარეგისტრირება ხდება გუნდად, რომელსაც ჰყავს ლიდერი), რომელიც ჩაერთვება სტუდენტურ კონკურსში.

გუნდი რეგისტრირდება გუნდად, იგი უნდა შედგებოდეს 4 წევრისაგან, და ამ ოთხი წევრისგან 1 არის გუნდის ლიდერი.

2. ბას-ტურები
შერჩეული გუნდებისთვის მოეწყობა ექსკურსია ქვეყნის მასშტაბით არსებულ სოციალურ საწარმოებში, სადაც ისინი შეხვდებიან ქართველ სოციალურ მეწარმეებს და მათგან მიიღებენ კონკრეტულ ინფორმაციას საქართველოში სოციალური მეწარმეობის განვითარების ტენდენციების შესახებ. ასევე, გუნდები მიიღებენ დავალებას, - კონკრეტული სოციალური საწარმოს პრობლემურ ამოცანას.

3. პროექტების შემუშავება
დავალების მიღების შემდგომ, გუნდის წევრებს ეძლევათ 20 დღე იმისათვის, რათა მოამზადონ მიღებულ დავალებაზე მორგებული პროექტი და დააგეგმარონ ბიუჯეტი (1500 ლარის ოდენობით).

4. ნახევარფინალი
დავალებების შესრულების ვადის ამოწურვის შემდგომ, ნახევარფინალურ ეტაპზე, სტუდენტური გუნდები ჟიურის წარუდგენენ მათ მიერ შემუშავებულ თეორიულ პროექტებს, რომლებიც მორგებულია სოციალური საწარმოების პრობლემურ ამოცანებზე.

გამოვლინდება 4 წარმატებული პროექტი და თითოეულ გუნდს „საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის“ მიერ გადაეცემა 1500 ლარი, რათა მათ პრაქტიკაში განახორციელონ თავიანთი პროექტები.
პროექტების იმპლემენტაციისთვის გუნდებს მიეცემათ 1 თვიანი ვადა. ამ პერიოდის განმავლობში, გუნდებს ეყოლებათ კვალიფიციური მრჩევლები, რომლების მათ პროექტებზე მორგებულ კონსულტაციებს გაუწევს მათ.

5. სამუშაო ფინალი
კონკურსის ფინალურ ეტაპზე, ნახევარფინალში შერჩეული 4 სტუდენტური გუნდი, იმპლემენტირებული პროექტების შედეგებს წარუდგენს ჟიურის. გამოვლინდება 1 გამარჯვებული გუნდი. გამარჯვებულ და ფინალისტ გუნდებს გადაეცემათ საინტერესო პრიზები, რომელსაც დააწესებენ საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი, განათლების განვითარებისა და დასაქმების ცენტრი და სხვა პარტნიორი ორგანიზაციები.

6. დაჯილდოვების ღონისძიება
დაჯილდოვების ღონისძიებაზე გამოცხადდება 1 გამარჯვებული გუნდი და გამოვლინდებიან ჟიურის რჩეულები. პროექტის მონაწილეებს გადაეცემათ სპეციალური პრიზები.

კონკურსში მონაწილეობის მიღება:

შეუძლიათ საქართველოს უნივერსიტეტების ნებისმიერი ფაკულტეტისა და კურსის სტუდენტებს (მაგისტრატურა, ბაკალავრიატი).

დარეგისტრირება ხდება გუნდად. გუნდს უნდა ჰყავდეს ლიდერი.

კონკურსში მონაწილეობა უფასოა და მასთან დაკავშირებულ ყველა ხარჯს დაფარავენ ორგანიზატორები. 

კონკურსთან დაკავშირებით გაიმართა სოციალური მეწარმეობის სემინარები და გაცნობითი შეხვედრები შემდეგ ქალაქებში

  • ახალციხე - 21 თებერვალი;
  • ბათუმი - 23 თებერვალი;
  • ქუთაისი - 24 თებერვალი; 
  • თბილისი - 1 მარტი;
  • თბილისი 7 მარტი.

აპლიკაციები მიიღება 13 მარტის ჩათვლით (სააპლიკაციო ფორმის გასახსნელად დააჭირეთ აქ)

დამატებითი ინფორმაცია გამოქვეყნდება შემდეგ საიტებზე:

შემოგვიერთდით ფეისბუქზე:

სიახლეები

Levan Merkvilishvili

© 2014 საქართველოს სტრატეგიული კვლევების და განვითარების ცენტრი