სოციალური მეწარმეობის ცენტრი სოციალური მეწარმეობის ცენტრი სოციალური მეწარმეობის ცენტრი სოციალური მეწარმეობის ცენტრი სოციალური მეწარმეობის ცენტრი
სოციალური მეწარმეობის ცენტრი

ბავშვთა და ახალგაზრდობის ფონდის საგრანტო კონკურსი გამოცხადდა!

27 თებერვალს, ბავშვთა და ახალგაზრდობის ფონდის მიერ გამოცხადდა ახალგაზრდული იდეების საგრანტო კონკურსი.

კონკურსის მიზანია ახალგაზრდული ორგანიზაციების მხარდაჭერა, სხვადასხვა თემაზე პროექტების
დაფინანსება და ახალგაზრდების დასაქმების ხელშეწყობა.

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ახალგაზრდულ ორგანიზაციებს, რომლებიც საკუთარ იდეებს წარმოადგენენ ფონდის მიერ ჩამოყალიბებული კრიტერიუმების შესაბამისად.

შემოსულ პროექტებს განიხილავს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს სათათბირო და გამოავლენს გამარჯვებულებს.

ახალგაზრდული იდეების კონკურსის პროგრამული მიმართულებებია:

  • 1. დასაქმების ხელშეწყობა და არაფორმალური განათლება, რომელიც თავის მხრივ მოიცავს სოციალური მეწარმეობის ხელშეწყობას და სკოლიდან სამუშაოზე გადასვლის პროცესის ხელშეწყობას, არაფორმალური განათლების მიღებას და ამ მიმართულებით ახალგაზრდების განვითარებას;
  • 2. სამოქალაქო მონაწილეობის გაზრდის ხელშეწყობა, რომელიც მოიცავს გარემოს დაცვაზე ზრუნვას და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას, გადაწყვეტილების მიღების პროცესში ჩასართავად შესაბამისი უნარ-ჩვევების განვითარებას და კულტურას (განსაკუთრებით კრეატიული ინდუსტრიების განვითარების ხელშეწყობას);

უპირატესობა მიენიჭება:

  • რეგიონიდან შემოსულ პროექტებს, აგრეთვე მაღალმთიანი (საქართველოს კანონით „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ’’) და იძულებით გადაადგილებულ პირთა კომპაქტურად დასახლებული რეგიონებიდან წარმოდგენილ პროექტებს;
  • ეთნიკურ უმცირესობათა წარმომადგენელი ახალგაზრდებისა და სახელმწიფო ახალგაზრდული პოლიტიკის დოკუმენტის (თავი III, პუნქტი III) მიხედვით განსაზღვრული სპეციალური საჭიროებების მქონე ახალგაზრდების, მოწყვლადი ჯგუფების ინტეგრაციას საზოგადოებრივ ცხოვრებაში.

დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ფონდის ვებ-გვერდს.

გისურვებთ წარმატებებს!

სიახლეები

Levan Merkvilishvili

© 2014 საქართველოს სტრატეგიული კვლევების და განვითარების ცენტრი