სოციალური მეწარმეობის ცენტრი სოციალური მეწარმეობის ცენტრი სოციალური მეწარმეობის ცენტრი სოციალური მეწარმეობის ცენტრი სოციალური მეწარმეობის ცენტრი
სოციალური მეწარმეობის ცენტრი

სტუდენტური მრჩევლების ვინაობა ცნობილია!

2017 წელს, ევროკავშირის დაფინანსებით მიმდინარე კონკურსის "სტუდენტები სოციალური მეწარმეობის მხარდასაჭერად 2017" ფინალურ ეტაპზე, ფინალისტ გუნდებს დაენიშნებათ სტუდენტური მრჩევლები. ისინი გუნდებს დაემხარებიან შემუშავებული პროექტის სრულყოფილ და წარმატებულ იმპლემენტაციაში.

სტუდენტური მრჩევლები არიან:

 

თაკო როდონაია

კომპანია ჯეოსელი - კორპორაციული კომუნიკაციების ექსპერტი.

პროფესიულ საქმიანობაში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულებას. არის არაერთი საინტერესო ინიციატივის ავტორი და ორგანიზატორი. ამჟამად „საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში (ჯიპა)“ უძღვება საზოგადოებასთან ურთიერთობების და კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ლექციათა ციკლს.

 

ეკა ჯოჯუა

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია - კონსულტანტი საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტში.

ინტერესთა სფერო მოიცავს მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობას.

პროფესიულ საქმიანობაში გამოირჩევა შემდეგი პოზიციები: რეპორტიორი პირველ დამოუკიდებელ ტელევიზიაში „იბერვიზია“, ანალიტიკური გადაცემა „დიალოგის“ პროდიუსერი ტელევიზიაში „იბერია“, სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2-ის“ საინფორმაციო სამსახურის უფროსი, აპარატის უფროსი საქართველოს პარლამენტში, სახელმწიფო პროექტების მენეჯერი სახელმწიფო კანცელარიაში, მედიასთან ურთიერთობის მრჩეველი პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, პიარ კონსულტანტი საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში, საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში.

ეკატერინე ჯოჯუამ მოიპოვა პრეზიდენტის სტიპენდია სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის ფარლგებში, ბრიტანეთში, King’s College LondonდაUniversity of Sussex-ში სწავლის დასაფინანსებლად.

ამჟამად ეკა ჯოჯუა სალექციო კურსებს კითხულობს კავკასიის უნივერსიტეტში და საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში (ჯიპა).

ელდარ პირმისაშვილი

სტრატეგიული კომუნიკაციის სააგენტო „პერიტუს გრუპი“ - დამფუძნებელი და ექსპერტი.

სოციალურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი საზოგა-დოებასთან ურთიერთობისადა მარკეტინგული კომუნიკაციების სპეციალისტი – მუშაობის ათწლიანი გამოცდილებით საკომუნიკაციო სფეროში; სწავლობდა ევროპის  სხვადასხვა უნივერსიტეტებში- (ბარსელონა, ტურინი, ბუქარესტი), კონსულტაციას უწევდა ისეთ ორგანიზაციებს, როგორე-ბიცაა: EU, UNDP, USAID, UNICEF, Johnson & Johnson, კოკა-კოლა, გუდვილი და ა.შ; ამჟამად კითხულობს ლექციებს საქართველოს წამყვან უნივერსიტეტებში (GIPA, კავკასიის უნივერსიტეტი, საქართველოს უნივერსიტეტი) და ტრენინგ ცენტრებში; ევროპული PR-ასოციაცია PRIME EUROPE-ის წარმომადგენელი საქართველოში, რამდენიმე ღია ლექციისა და 9 სამეცნიერო სტატიის ავტორი.

სიახლეები

Levan Merkvilishvili

© 2014 საქართველოს სტრატეგიული კვლევების და განვითარების ცენტრი