სოციალური მეწარმეობის ცენტრი სოციალური მეწარმეობის ცენტრი სოციალური მეწარმეობის ცენტრი სოციალური მეწარმეობის ცენტრი სოციალური მეწარმეობის ცენტრი
სოციალური მეწარმეობის ცენტრი

იდეების კონკურსი გამოცხადდა

 

 

 

 

 

 

 

საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრიგანათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი და საქართველოს არბაითერ-სამარიტერ-ბუნდი, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კრისტალთან პარტნიორობით აცხადებს „იდეების კონკურსს“ სოციალური საწარმოს დაფუძნების მსურველთათვის.

სოციალური საწარმო - ბიზნესი სოციალური მისიით - საქართველოში სულ უფრო და უფრო პოპულარული ხდება. სოციალური მეწარმეები ინოვაციური მიდგომებით და ბიზნეს სტრატეგიებით აგვარებენ საზოგადოების წინაშე არსებულ სოციალურ და გარემოსდაცვით გამოწვევებს.

საგრანტო კონკურსის მიზანია: საქართველოში სხვადასხვა სოციალური მისიის მქონე წარმატებული სოციალური საწარმოების დაფუძნება და ამ გზით სოციალური მეწარმეობის განვითარების ხელშეწყობა.

კონკურსი ცხადდება ევროკავშირის დაფინანსებით მიმდინარე პროექტის „სოციალური მეწარმეობა - ინოვაციური მიდგომა ეკონომიკური და სოციალური ცვლილებებისთვი“ ფარგლებში.

სოციალური მისიის მქონე, ინოვაციური ბიზნეს იდეის ავტორებს საშუალება ეძლევათ მონაწილეობა მიიღონ 2 ეტაპიან საგრანტო კონკურსში და საკუთარი იდეა აქციონ რეალობად.

I ეტაპი - იდეების კონკურსი

იდეების კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვთ:

  • საზოგადოებრივ ორგანიზაციებს (არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი);
  • საინიციატივო ჯგუფებს;
  • კონკურსში მონაწილეობის მისაღებად სოციალური საწარმოს იდეის ინიციატორი და განმახორციელებელი უნდა იყოს საზოგადოებრივი ორგანიზაციის ან საინიციატივო ჯგუფის სულ  მცირე 2 წევრისაგან შემდგარი გუნდი, რომელთა ასაკი აღემატება 18 წელს.

საგრანტო დაფინანსების მოპოვება შესაძლებელია როგორც პროდუქტის/სერვისის მწარმოებელი სოციალური საწარმოს აგრეთვე სოციალური სერვისის  მიმწოდებელი სოციალური საწარმოს დასაფუძნებლად.

კონკურსანტებმა თანდართულ სააპლიკაციო ფორმაში უნდა დაასაბუთონ წარმოდგენილი იდეის ინოვაციურობა, სიცოცხლისუნარიანობა და შესაბამისობა საგრანტო კონკურსის პირობებთან.

განაცხადების შემოტანის საბოლოო ვადაა2017 წლის 24 მაისი, 18:00სთ

განაცხადების მიღების ვადის დასრულების შემდეგ, საგრანტო კომისიის მიერ განაცხადების პირველადი გადარჩევის საფუძველზე შერჩეულ კანდიდატებს მოვიწვევთ საკუთარი იდეის პრეზენტაციისთვის.

მოწვეულ კანდიდატებს შორის, კონკურსის შედეგად შეირჩევა 16 საუკეთესო იდეის ავტორი ჯგუფი (თითოეულ ჯგუფში უნდა იყოს 2 მონაწილე) საქართველოს მასშტაბით. შესაბამისად, კონკურსში ჩაერთვება 32 მონაწილე.

 II ეტაპი - საგრანტო კონკურსი I ეტაპზე გამარჯვებულებს შორის

 „იდეების კონკურსის“ შედეგად შერჩეული კონკურსანტები გაივლიან “სოციალური მეწარმეობის განვითარების ლაბორატორიის“ სპეციალურად მათთვის შემუშავებულ, ინტენსიური ტრენინგების კურსს, რომელიც დაეხმარებათ:

  • შეიძინონ სოციალური საწარმოს განვითარებისა და მართვისთვის საჭირო ცოდნა და უნარები;
  • „სოციალური  მეწარმეობის  განვითარების  ლაბორატორიის“ ექსპერტთა  გუნდთან ერთად განავითარონ საკუთარი ბიზნეს გეგმები;
  • მოიპოვონ საგრანტო დაფინანსება.

ტრენინგ კურსის დასრულების შემდეგ, დახურულ საგრანტო კონკურსში მონაწილეობისათვის კონკურსანტები წარმოადგენენ სოციალური საწარმოს სრულ ბიზნეს გეგმებს.

საგრანტო კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე დასაფინანსებლად შეირჩევა 4 ან 5 საუკეთესო ბიზნეს გეგმა.

სოციალური საწარმოს დასაფუძნებლად მოთხოვნილი საგრანტო დაფინანსება შეიძლება მერყეობდეს: 2000 ევროდან 8000 ევრომდე. პროექტის დაფინანსების აუცილებელი პირობაა არანაკლებ  10% - იანი  ფულადი  თანადაფინანსების უზრუნველყოფა.

საპროექტო განაცხადების წარმოდგენა შესაძლებელია ელექტრონულად, ელ. ფოსტის საშუალებით, მისამართზე: social.enterprise.ge@gmail.com

განაცხადების შემოტანის საბოლოო ვადაა: 2017 წლის 24 მაისი, 18:00 სთ.

განაცხადის წარდგენა უნდა მოხდეს მხოლოდ  თანდართული სააპლიკაციო ფორმის შესაბამისად, განსხვავებული ფორმით შევსებული და დაგვიანებული განაცხადები არ განიხილება.

კონკურსის I ეტაპზე, კონცეფციის განაცხადების მიღების პერიოდში,ჩატარდება საკონსულტაციო შეხვედრები საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში. საკონსულტაციო შეხვედრაზე დასარეგისტრირებლად დაგვიკავშირდით მინიმუმ 4 დღით ადრე.

სატელეფონო კონსულტაციის მიღება შესაძლებელია სამუშაო დღეებში, დილის 10:00  საათიდან 18:00 საათამდე.

საკონსულტაციო შეხვედრების ქალაქები, თარიღი და მისამართი:

  • თბილისი - 4 მაისი, 13:00 სთ - შალვა დადიანის ქუჩა #2/1 (საინფორმაციო ცენტრი ნატოს და ევროკავშირის შესახებ);
  • გორი - 8 მაისი, 13:00 სთ - გრიგოლ ფერაძის #5 (ჭალის დასახლება, გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის სააქტო დარბაზი);
  • ახალციხე - 11 მაისი, 13:00 სთ - მანველიშვილის ქ. #19 (ახალციხის დემოკრატიული     ჩართულობის ცენტრი);
  • თელავი - 17 მაისი, 13:00 სთ - გ. არსენიშვილის #2 (საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის თელავის ოფისი);
  • ბათუმი - 4 მაისი, 12:00 სთ - ბათუმი, ახმედ მელაშვილის ქუჩა #20 (NIMD-ის ოფისი);
  • მესტია - 8 მაისი, 14:00 სთ - სეტის მოედანი #1 (გამგეობის შენობა);
  • ტყიბული - 10 მაისი, 12:00 სთ  - გელათის ქუჩა #20 (ტყიბულის რაიონის განვითარების ფონდის ოფისი);
  • ჭიათურა - 15 მაისი, 12:00 სთ  - ნინოშვილის ქუჩა #12 (ასოციაცია ,,ჭიათურელთა კავშირის“ ოფისი);
  • ფოთი - 16 მაისი, 14:00 სთ  - 9 აპრილის ქუჩა #15 (ქალაქ ფოთის ტურიზმის განვითარების ცენტრის ოფისი);
  • ონი - 17 მაისი,  13:00 სთ - კახაბერის ქუჩა #3 (კულტურის სახლის შენობა);
  • ქუთაისი - 18 მაისი, 12:00 სთ - ინგოროყვას ქ. #64 (განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის ოფისი);
  • ოზურგეთი - 19 მაისი, 13:00 სთ - შეხვედრის ადგილი დაზუსტდება.

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ჩამოტვირთეთ თანდართული ფაილები

ესტუმრეთ:

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

სიახლეები

Levan Merkvilishvili

© 2014 საქართველოს სტრატეგიული კვლევების და განვითარების ცენტრი