სოციალური მეწარმეობის ცენტრი სოციალური მეწარმეობის ცენტრი სოციალური მეწარმეობის ცენტრი სოციალური მეწარმეობის ცენტრი სოციალური მეწარმეობის ცენტრი
სოციალური მეწარმეობის ცენტრი

გვირილობის ფესტივალზე სოციალური საწარმოების გამოფენა გაყიდვა გაიმართა

ყოველწლიურად ქ. ქუთაისში გვირილობის დღესასწაული იმართება.

2017 წლის 2 მაისს, ევროკავშირის დაფინანსებით მიმდინარე პროექტის ფარგლებში, რომლის ინიციატორებიც არიან საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი, განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი და არბაითერ-სამარიტერ-ბუნდი საქართველო, ქუთაისში სოციალური საწარმოების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა გაიმართა.

ღონისძიებაში ჩაერთვნენ ისეთი სოციალური საწარმოები, როგორებიცაა: 

  • ფარშევანგი - ხელნაკეთი ბარათების დამამაზადებელი სოც. საწარმო;
  • თარისი - ბავშვთა ტანსაცმლის კერვა/გაფორმების სოც. საწარმო;
  • თერნალი + - ჩაის მწარმოებელი სოც. საწარმო;
  • არტ-სტუდია "ანდამატი" - ხალხური რეწვისა და თექაზე მომუშავე სოც. საწარმო;
  • კორტექსი - სამკერვალო სოც საწარმო;
  • დეარტი - ტექსტილზე მომუშავე სოც. საწარმო.

ნამუშევრების გამოფენის პარალელურად, ვიზიტორებს შესაძლებლობა ჰქონდათ თვალი ედევნებინათ თექაზე მუშაობის პროცესს და ასევე მონაწილეობა მიეღოთ ვიქტორინაში, რომლის მთავარი თემაც სოციალური მეწარმეობა იყო.

სიახლეები

Levan Merkvilishvili

© 2014 საქართველოს სტრატეგიული კვლევების და განვითარების ცენტრი