სოციალური მეწარმეობის ცენტრი სოციალური მეწარმეობის ცენტრი სოციალური მეწარმეობის ცენტრი სოციალური მეწარმეობის ცენტრი სოციალური მეწარმეობის ცენტრი
სოციალური მეწარმეობის ცენტრი

საგრანტო კონკურსი - საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი აფხაზეთი

საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი "აფხაზეთი" ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით აცხადებს ბიზნეს იდეების კონკურსს სოციალური საწარმოების დასაფუძნებლად. 

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ არასამეწარმეო იურიდიულ პირებს, საინიციატივო ჯგუფებს, ფიზიკურ პირებს და ასევე სამეწარმეო სუბიექტებს, რომლებიც შემდგომ დააფუძნებენ არასამეწარმეო იურიდიული პირის სტატუსის მქონე სუბიექტს. 

საგრანტო კონკურსის მიზანია: საქართველოში სხვადასხვა სოციალური მისიის მქონე წარმატებული სოციალური საწარმოების დაფუძნება, სოციალური მეწარმეობის განვითარების ხელშეწყობა და ამ გზით სახელმწიფო ზრუნვის ქვეშ მყოფი მოზარდი ახალგაზრდების დასაქმების ხელშეწყობა და მათთვის შემოსავლის წყაროს შექმნა.

კონკურსი ცხადდება ევროკავშირის დაფინანსებით მიმდინარე პროექტის "საქართველოს მოწყვლადი მოზარდების ხელშეწყობა გახდნენ პროდუქტიული, სრულფასოვანი მოქალაქეები სწავლების, ტრენინგების და დასაქმების გზით" ფარგლებში. კონკურსის შედეგად მოხდება 6 საწარმოს დაფინანსება შემდეგ რეგიონებში: 

** კახეთი, - დაფუძნდება ორი სოციალური საწარმო; 
** მცხეთა-მთიანეთი, - დაფუძნდება ორი სოციალური საწარმო; 
** შიდა ქართლი, - დაფუძნდება ორი სოციალური საწარმო; 

სოციალური მისიის მქონე, ბიზნეს იდეის ავტორებს საშუალება ეძლევათ მონაწილეობა მიიღონ 2 ეტაპიან საგრანტო კონკურსში და გამარჯვების შემთხვევაში მიიღონ დაფინანსება 10 000 - 17 000 ევროს (ექვივალენტი ლარებში) ფარგლებში. პროექტი არ აფინანსებს უძრავი ქონების შეძენის და მისი ღირებულების გაზრდის ღონისძიებებს. 

აღნიშნული კონკურსის პირველი ეტაპია:

სოციალური მეწარმეობის იდეების კონკურსი, რომელშიც მონაწილეობის მიღება შეუძლიათ არასამეწარმეო და სამეწარმეო ორგანიზაციებს, ფიზიკურ პირებს და საინიციატივო ჯგუფებს. ბიზნეს იდეების კონკურსისათვის საპროექტო განაცხადების წარმოდგენა შესაძლებელია ელექტრონულად თანდართული სააპლიკაციო ფორმის შესაბამისად (განსხვავებული ფორმით შევსებული და დაგვიანებული განაცხადები არ განიხილება) ელ. ფოსტის საშუალებით, მისამართზე: procurement@chca.org.ge ან დაბეჭდილი ვერსიით რეგიონალურ მისამართებზე:

კახეთის რეგიონი, - თელავი: ჩოლოყაშვილის # 36, ტელ: 599862298
მცხეთა მთიანეთის რეგიონი, - საგურამო: ქუჩა 34, #1, ტელ: 595455965
შიდა ქართლის რეგიონი, - გორი: რუსთაველის # 19ა, ტელ: 599772533

იდეების კონკურსისათვის განაცხადების შემოტანის საბოლოო ვადაა: 25 ივლისი, 18:00 საათი. 

ბიზნეს იდეების კონკურსის შემდგომ გამარჯვებული იდეების მქონე აპლიკანტებთან მოხდება გასაუბრება, რომლის წარმატებით გავლის შემდგომაც შენი მოწვეულები იქნებიან ტრენინგზე.

აღნიშნული ტრეინინგი, რომელიც გაიმართება 27 ივლისიდან 4 აგვისტომდე, ბიზნეს იდეების კონკურსის გამარჯვებულ აპლიკანტებს დაეხმარება მოახდინონ საკუთარი იდეებისათვის ბიზნეს გეგმების დამუშავება და აპლიკაციის სრული სახით წარმოდგენა. მეორე ეტაპზე მოხდება ბიზნეს გეგმების განხილვა კომიტეტზე, რომელიც მიიღებს საბოლოო გადაწყვეტილებას და შეარჩევს გამარჯვებულ აპლიკანტებს. 

ბიზნეს გეგმების წარმოდგენის პერიოდია: 15-30 აგვისტო. 

გეგმის წარდგენა შესაძლებელია ელექტრონულად, ელ. ფოსტის საშუალებით, მისამართზე: procurement@chca.org.ge ან დაბეჭდილი ვერსიით რეგიონალურ მისამართებზე:

კახეთის რეგიონი, - თელავი: ჩოლოყაშვილის # 36, ტელ: 599862298
მცხეთა მთიანეთის რეგიონი, - საგურამო: ქუჩა 34, #1, ტელ: 595455965
შიდა ქართლის რეგიონი, - გორი: რუსთაველის # 19ა, ტელ: 599772533

ბიზნეს იდეების და ბიზნეს გეგმების კონკურსში, განცხადებების მიღების პერიოდში, შესაძლებელია წერილობით კონსულტაცია საბოლოო ვადის ამოწურვამდე 5 დღით ადრე შემდეგ ელ. ფოსტის მისამართზე: sulamanidzemariamii@gmail.com 

შემოსულ კითხვებზე პასუხები დაეგზავნება ყველა დაინტერესებულ აპლიკანტს ერთად საბოლოო ვადის ამოწურვამდე 4 დღით ადრე.

რა არის სოციალური მეწარმეობა: ჩვეულებრივი ბიზნესისაგან განსხვავებით, რომლის ძირითადი ამოცანა მოგების მიღებაა, სოციალური მეწარმე ცდილობს მოგება მიმდინარე საერთო პრობლემების გადაწყვეტასთან უშუალოდ, პირდაპირ მიაბას და მას დაუქვემდებაროს. მისთვის მოგება მნიშვნელოვანი მოტივაციაა, მაგრამ უმთავრესი არსებული საზოგადოებრივი პრობლემების სტრუქტურული გადაჭრა და პრობლემების გამომწვევი კონტექსტის შეცვლაა. სოციალური მეწარმე ამისათვის ხშირად ინოვაციურ და ნოვატორულ მიდგომებს იყენებს და სამეწარმეო პრინციპებს ეყრდნობა. სოციალური მეწარმე არა მხოლოდ ეხმარება სხვებს, არამედ აძლიერებს მათ განათლების, ახალი უნარ-ჩვევების გადაცემის, ახალი კონტექსტების შექმნით. ამიტომაც გახდა ასეთ მიდგომები საინტერესო განვითარებაზე მომუშავე ორგანიზაციებისთვისაც, რადგანაც იგი დახმარების ფულის ეფექტური ინვესტირების საშუალებას იძლევა (ჯეფრი ჩერჩი: სოციალური მეწარმეობა).

პროექტის განხორციელების რეგიონების: მცხეთა-მთიანეთი, კახეთი და შიდა ქართლი.
საბაზისო ინფორმაციის კვლევები შეგიძლიათ იხილოთ თანდართული ფაილის სახით.

სიახლეები

Levan Merkvilishvili

© 2014 საქართველოს სტრატეგიული კვლევების და განვითარების ცენტრი