სოციალური მეწარმეობის ცენტრი სოციალური მეწარმეობის ცენტრი სოციალური მეწარმეობის ცენტრი სოციალური მეწარმეობის ცენტრი სოციალური მეწარმეობის ცენტრი
სოციალური მეწარმეობის ცენტრი

ნარჩენი ≠ ნაგავი - სოციალური საწარმო "მწვანე საჩუქარი"

გამოწვევა რომელსაც სოციალური საწარმო „მწვანე საჩუქარი“ პასუხობს!

მწვანე საჩუქარი ენთუზიაზმით აღსავსე ოთხი ახალგაზრდის მიერ შექმნილი სოციალური საწარმოა, რომელიც ევროკავშირის დაფინანსებით მიმდინარე საქართველოს სტრატეგიული კვლევების და განვითარების ცენტრის, განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრისა და საქართველოს არბაითერ-სამარიტერ-ბუნდის ერთობლივი პროექტის ფარგლებში მოპოვებული ფინანსური მხარდაჭერით 2017 წლიდან აქტიურად ახორციელებს გარემოს დაცვით ფუნქციას და მიზნად ისახავს მდგრადი განვითარების ხელშეწყობას, ნარჩენების მართვის პოლიტიკის გაძლიერებასა და სამუშაო ადგილების შექმნას, რაც მთლიანობაში საქართველოს სოციალურ სარგებლის მოუტანს.  

2014 წლიდან იდეის ავტორები, მარი ბენდელიანი და დაჩი ჯანელიძე, მოხალისეობრივად, მეგობრების დახმარებით აგროვებდნენ ქაღალდს ორგანიზაციებისგან და კერძო პირებისგან. საქმიანობის ადრეულ ეტაპზე, იდეის ინიციატორები შეგროვილი ქაღალდს წიგნებში ცვლიდნენ, ამ წიგნებს კი რეგიონში არსებული სკოლის ბიბლიოთეკებს გადასცემდნენ. მოგვიანებით, მოხალისე ორგანიზაციების რაოდენობის გაზრდამ და სხვა ფაქტორებმა იდეის ორგანიზებულ ჩარჩოებში მოქცევის აუცილებლობა დააყენა დღის წესრიგში. გუნდის წევრების რაოდენობაც გაიზარდა და მიზნებიც უფრო გლობალური გახდა. ამჟამად, ინიციატივა ა(ა)იპ  „მწვანე საჩუქრის“ სახელით ფუნქციონირებს.

მწვანე საჩუქრის ხედვაა გააძლიერონ სოციალური საწარმო, რომელიც გადამუშავებული მაკულატურიდან მიღებული ქაღალდით შექმნის ახალ პროდუქტებს - ქაღალდის ჩანთებს, საჩუქრის და ყვავილების შესაფუთ ქაღალდს, წიგნაკს და ა.შ. წარმოებული მეორადი ქაღალდის პროდუქცია გათვლილია - შესაფუთი ქაღალდების საბითუმო, ყვავილების, ტანსაცმლის, წიგნების, საჩუქრების მაღაზიების და რესტორნის - მფლობელებისათვის. გარდა იმისა, რომ მათ მიერ წარმოებული პროდუქტი გარემოსდაცვითი ხასიათისაა, ის ქაღალდის პირველად პროდუქტთან შედარებით იაფია (მზადდება ხის მერქნისაგან და ამასთან იმპორტირებულია ძირითადად თურქეთიდან და ჩინეთიდან), რაც ამარტივებს  პროდუქტის რეალიზაციას. "მწვანე საჩუქარი" საზოგადოებრივ სარგებელსა და ეკოლოგიურ  სიჯანსაღესთან ერთად, ფინანსურად მომგებიანიც არის და ნარჩენების მართვის სფეროში კერძო სექტორის გაძლიერებას უწყობს ხელს.

"მწვანე საჩუქარი" საქმიანობიდან და შინაარსიდან გამომდინარე საუკეთესო გადაწყვეტილებაა გარემოზე ზიანის შესამცირებლად, თითქოსდა მარტივი სქემით ისინი უახლოეს პერიოდში გეგმავენ შეაგროვონ ორმოცდაათი ტონა მაკულატურა. მისი გადამუშავების შედეგად შესაძლებელი გახდება  შენარჩუნდეს დაახლოებით 850 ხე, დაიზოგოს 140 000 ლიტრი ნავთობი და 1 325 000 ლიტრი წყალი.

მნიშვნელოვანია, რომ სოციალური საწარმო „მწვანე საჩუქრის“ მხარდაჭერით, საზოგადოებას შესაძლებლობა ეძლევა ხელი შეუწყოს გარემოს დაცვას, სოციალური სარგებელის შექმნას და ამავდროულად, საქართველოში სოციალური მეწარმეობის განვითარებას.

ვიმედოვნებთ, მსგავსი ინიციატივები უფრო მრავალფეროვანი გახდება და მოსახელობა უფრო აქტიურად ჩაერთვება ქვეყნისთვის მნიშვნელოვან საქმეში. გვჯერა, რომ სოციალური საწარმო „მწვანე საჩუქარის“ საქმიანობა ხელს შეუწყობს ქვეყნაში ნარჩენების მართვის მდგრადი მოდელის განვითარებასა და ნარჩენების შეგროვება/გადამუშავების კულტურის დანერგვას.

 

 

სიახლეები

Levan Merkvilishvili

© 2014 საქართველოს სტრატეგიული კვლევების და განვითარების ცენტრი