სოციალური მეწარმეობის ცენტრი სოციალური მეწარმეობის ცენტრი სოციალური მეწარმეობის ცენტრი სოციალური მეწარმეობის ცენტრი სოციალური მეწარმეობის ცენტრი
სოციალური მეწარმეობის ცენტრი

სოციალური მეწარმეობის ახალგაზრდული ფესტივალი

სოციალურ საწარმოთა ალიანსი, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს სსიპ ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის მხარდაჭერით მართავს "სოციალური მეწარმეობის ახალგაზრდულ ფესტივალს".

პროექტი მიზნად ისახავს ახალგაზრდების ჩართულობით/დასაქმების ხელშეწყობით და მათი რესურსების გამოყენებით უზრუნველყოს საქართველოში სოციალური მეწარმეობის თემის პოპულარიზაცია, რათა გაზარდოს სხვადასხვა სოციალური მიზნის მქონე საწარმოების ცნობადობა და ხელი შეუწყოს მათ მდგრად განვითარებას.

პროექტის სპეციფიური/უშუალო მიზნებია:

  • ახალგაზრდების ცოდნის და უნარების გაუმჯობესება სოციალური მეწარმეობის და ღონისძიებების ორგანიზების საკითხებზე;
  • სოციალური საწარმოების საქმიანობის და მათი პროდუქციის შესახებ ცნობიერების ამაღლება, საქართველოს სხვადასხვა, ტურისტულად აქტიურ ქალაქებში სოციალური მეწარმეობის ახალგაზრდული ფესტივალის ორგანიზების გზით;
  • სოციალური საწარმოების ეკონომიკური შემოსავლების ზრდის ხელშეწყობა, ფესტივალის ფარგლებში სოციალური საწარმოების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვების ორგანიზებით;
  • ახალგაზრდების როტაციის პრინციპით დასაქმება სოციალური საწარმოების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვების პროცესში;
  • ახალგაზრდებისთვის სოციალური მეწარმეობის სემინარების გამართვა გამოფენა-გაყიდვების პარალელურად.

აღნიშნული მიზნების მისაღწევად, საქართველოს რამდენიმე დიდ და ტურისტულად აქტიურ ქალაქში (თბილისი, სიღნაღი, ქუთაისი, ბათუმი და ფოთი) დაგეგმილია სოციალური მეწარმეობის შესახებ საზოგადოების, განსაკუთრებით ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლება და მათი დასაქმების (თეორიული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების) ხელშეწყობა. 

თბილისში, სიღნაღში, ქუთაისში, ფოთსა და ბათუმში მოეწყობა სოციალური საწარმოების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა, შემეცნებითი და გასართობი ღონისძიებები, რომლებშიც აქტიურად ჩაერთვებიან ახალგაზრდები.

 

სიახლეები

Levan Merkvilishvili

© 2014 საქართველოს სტრატეგიული კვლევების და განვითარების ცენტრი