სოციალური მეწარმეობის ცენტრი სოციალური მეწარმეობის ცენტრი სოციალური მეწარმეობის ცენტრი სოციალური მეწარმეობის ცენტრი სოციალური მეწარმეობის ცენტრი
სოციალური მეწარმეობის ცენტრი

იდეების კონკურსი გამოცხადდა!

იდეებისკონკურსი“- სოციალური საწარმოს დაფუძნების მსურველთათვის

საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი“, „განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი“ და „საქართველოს არბაითერ-სამარიტერ-ბუნდი“, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „კრისტალთან“ პარტნიორობით აცხადებს „იდეების კონკურსს“  სოციალური საწარმოს დაფუძნების მსურველთათვის.

სოციალური საწარმო - ბიზნესი სოციალური მისიით - საქართველოში სულ უფრო და უფრო პოპულარული ხდება. სოციალური მეწარმეები ინოვაციური მიდგომებით და ბიზნეს სტრატეგიებით აგვარებენ საზოგადოების წინაშე არსებულ სოციალურ და გარემოსდაცვით გამოწვევებს.

საგრანტო კონკურსის მიზანი

საგრანტო კონკურსის მიზანია: საქართველოში სხვადასხვა სოციალური მისიის მქონე წარმატებული სოციალური საწარმოების დაფუძნება და ამ გზით სოციალური მეწარმეობის განვითარების ხელშეწყობა.

კონკურსი ცხადდება ევროკავშირის დაფინანსებით მიმდინარე პროექტის „სოციალური მეწარმეობა - ინოვაციური მიდგომა ეკონომიკური და სოციალური ცვლილებებისთვის“ ფარგლებში.

სოციალური მისიის მქონე, ინოვაციური ბიზნეს იდეის ავტორებს საშუალება ეძლევათ მონაწილეობა მიიღონ 2 ეტაპიან საგრანტო კონკურსში და საკუთარი იდეა აქციონ რეალობად.

I ეტაპი - იდეების კონკურსი

იდეების კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვთ:

  • საზოგადოებრივ ორგანიზაციებს (არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი);
  • საინიციატივო ჯგუფებს;
  • კონკურსში მონაწილეობის მისაღებად სოციალური საწარმოს იდეის ინიციატორი და განმახორციელებელი უნდა იყოს საზოგადოებრივი ორგანიზაციის ან საინიციატივო ჯგუფის სულ  მცირე 2 წევრისაგან შემდგარი გუნდი, რომელთა ასაკი აღემატება 18 წელს.

საგრანტო დაფინანსების მოპოვება შესაძლებელია როგორც პროდუქტის/სერვისის მწარმოებელი სოციალური საწარმოს აგრეთვე სოციალური სერვისის  მიმწოდებელი სოციალური საწარმოს დასაფუძნებლად.

კონკურსანტებმა თანდართულ სააპლიკაციო ფორმაში უნდა დაასაბუთონ წარმოდგენილი იდეის ინოვაციურობა, სიცოცხლისუნარიანობა და შესაბამისობა საგრანტო კონკურსის პირობებთან.

განაცხადების მიღების ვადის დასრულების შემდეგ, საგრანტო კომისიის მიერ განაცხადების პირველადი გადარჩევის საფუძველზე შერჩეულ კანდიდატებს მოვიწვევთ საკუთარი იდეის პრეზენტაციისთვის.

მოწვეულ კანდიდატებს შორის, კონკურსის შედეგად შეირჩევა 8 საუკეთესო იდეის ავტორი ჯგუფი (თითოეულ ჯგუფში უნდა იყოს 2 მონაწილე) საქართველოს მასშტაბით. შესაბამისად, კონკურსში ჩაერთვება 16 მონაწილე.

II ეტაპი - საგრანტო კონკურსი I ეტაპზე გამარჯვებულებს შორის

„იდეების კონკურსის“ შედეგად შერჩეული კონკურსანტები გაივლიან “სოციალური მეწარმეობის განვითარების ლაბორატორიის“ სპეციალურად მათთვის შემუშავებულ, ინტენსიური ტრენინგების კურსს, რომელიც დაეხმარებათ:

შეიძინონ სოციალური საწარმოს განვითარებისა და მართვისთვის საჭირო ცოდნა და უნარები;

  • „სოციალური  მეწარმეობის  განვითარების  ლაბორატორიის“ ექსპერტთა  გუნდთან ერთად განავითარონ საკუთარი ბიზნეს გეგმები;
  • მოიპოვონ საგრანტო დაფინანსება.

ტრენინგ კურსის დასრულების შემდეგ, დახურულ საგრანტო კონკურსში მონაწილეობისათვის კონკურსანტები წარმოადგენენ სოციალური საწარმოს სრულ ბიზნეს გეგმებს.

საგრანტო კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე დასაფინანსებლად შეირჩევა 2 ან 3 საუკეთესო ბიზნეს გეგმა.

საგრანტო დაფინანსების მოცულობა

სოციალური საწარმოს დასაფუძნებლად მოთხოვნილი საგრანტო დაფინანსება (ფულადი ან სასაქონლო ფორმით) არ უნდა აღემატებოდეს 22 000 ლარს, პროექტის დაფინანსების აუცილებელი პირობაა არანაკლებ  10% - იანი  ფულადი  თანადაფინანსების უზრუნველყოფა.

განაცხადის წარდგენა

საპროექტო განაცხადების წარმოდგენა შესაძლებელია ელექტრონულად, ელ. ფოსტის საშუალებით, მისამართზე: social.enterprise.ge@gmail.com

განაცხადების შემოტანის საბოლოო ვადაა: 2017 წლის 5 ოქტომბერი, 18:00 სთ.

განაცხადის წარდგენა უნდა მოხდეს მხოლოდ  თანდართული სააპლიკაცი ფორმის (ფორმის ჩამოსატვირთად იხილეთ ბმული) შესაბამისად, არასრულად,  განსხვავებული ფორმით შევსებული და დაგვიანებული განაცხადები არ განიხილება.

საკონსულტაციო შეხვედრები

კონკურსის I ეტაპზე, კონცეფციის განაცხადების მიღების პერიოდში,ჩატარდება საკონსულტაციო შეხვედრები თბილისსა და ქუთაისში,  საკონსულტაციო შეხვედრაზე დასარეგისტრირებლად დაგვიკავშირდით მინიმუმ 4 დღით ადრე.

სატელეფონო კონსულტაციის მიღება შესაძლებელია სამუშაო დღეებში, დილის 10:00  საათიდან 18:00 საათამდე.

საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი თბილისი, დელისის 1 შესახვევი 5ა, ტელ: (+995 32) 2399019/18, საკონტაქტო პირი: ანა ილურიძე

განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი ქუთაისი, ონგოროყვას ქ. #64, ტელ: (+995 431) 251330; საკონტაქტო პირი: გიორგი ჭუმბურიძე

საკონსულტაციო შეხვედრების ქალაქები, თარიღი და მისამართი:

 თბილისი - 25 სექტემბერი, 13:00 სთ - თბილისი, დელისის 1 შესახვევი 5ა,

 ქუთაისი - 26 სექტემბერი, 12:00 სთ - ინგოროყვას ქ. #64 (განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის ოფისი);

ჩამოსატვირთი დოკუმენტები

 

 

 

 

 

 

სიახლეები

Levan Merkvilishvili

© 2014 საქართველოს სტრატეგიული კვლევების და განვითარების ცენტრი