სოციალური მეწარმეობის ცენტრი სოციალური მეწარმეობის ცენტრი სოციალური მეწარმეობის ცენტრი სოციალური მეწარმეობის ცენტრი სოციალური მეწარმეობის ცენტრი
სოციალური მეწარმეობის ცენტრი

საქართველოში პირველად, B2B სოციალურ საწარმოთა გამოფენა გაიმართა

 

ღონისძიების აღწერა

  • B2B გამოფენის შესახებ

პირველად საქართველოში, საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG) ორგანიზებით და სოციალურ საწარმოთა ალიანსთან პარტნიორობით, 3 ნოემბერს, თბილისში სოციალური საწარმოების B2B გამოფენა  გაიმართა.

ღონისძიება მიზნად ისახავდა სოციალურ საწარმოებსა და წამყვან ბიზნეს კომპანიებს შორის საქმიანი ურთიერთობების დამყარებასა და გაღრმავებას, ცნების პოპულარიზაციასა და სოციალური მეწარმეობის განვითარების ხელშეწყობას საქართველოში.

ღონისძიებაზე წარმოდგენილ იქნა საქართველოში მოქმედი სოციალური საწარმოების პროდუქცია და მომსახურება ბიზნეს კომპანიებისთვის. ფორმატიდან გამომდინარე, ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებს, მათი ინტერესების შესაბამისად, შესაძლებლობა ჰქონდათ მოლაპარაკება ეწარმოებინათ თითეულ სოციალურ საწარმოსთან სამომავლო თანამშრომლობაზე.

  • ღონისძიების განრიგი და პროგრამა

ღონისძიება გაიმართა 3 ნოემბერს, 14:00-18:30 საათებში მისამართზე დავით აღმაშენებლის გამზირი #73 გარდენ ჰოლი, თბილისი, საქართველო.

  • 14:00 _ გამოფენის გახსნა;
  • 14:00-16:30 _ B2B შეხვედრები - შეხვედრები სოციალურ საწარმოებსა და ბიზნეს  კომპანიებს შორის;
  • 16:30-17:00 _ ღონისძიების ოფიციალური გახსნა, მისალმება;
  • 17:00-17:20 _ მუსიკალური გაფორმება - პარაორკესტრი;
  • 17:30 _ სოციალური საწარმოების პროდუქციის გათამაშება;
  • 18:30 _ გამოფენის დახურვა.
  • მონაწილე სოციალური საწარმოები

მოწვეულ კომპანიებს უნიკალური შესაძლებლობა ჰქონდათ გაცნობოდნენ მოწინავე ქართულ სოციალური საწარმოების მრავალფეროვან პროდუქციას ერთ სივრცეში. რომელთა შორის იყო კორპორატიული სასაჩუქრე სუვენირები, უსაფრთხო სათამაშოები, ტრადიციული ხელნაკეთი ნივთები, მისალოცი ბარათები, საბავშვო ავეჯი და სათამაშო მოედნები, ხელით დაწნული კალათები,  თაფლი, სუნელები, ნატურალური წვენები, ღვინო და სხვა საინტერესო შეთავაზებები;

გაცნობოდნენ მომსახურებებს, როგორებიცაა მაკულატურის გადამუშავება, კემპინგების ორგანიზება, მუსიკალური თერაპია, ღონისძიებების მომსახურება მუსიკალური ნომრებით და სხვა. 

მონაწილე სოციალური საწარმოების და მათ პროდუქციას/სერვისს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე.

მხარდამჭერები და სპონსორები

  • ღონისძიების ფინანსური მხარდამჭერები

 

  • ღონისძიების მხარდამჭერი

 

 

  • ღონისძიების ოქროს სპონსორები


  • ღონისძიების მთავარი პარტნიორი

  • ღონისძიების ვერცხლის სპონსორი

  • ღონისძიების პარტნიორები

   

 

  • სოციალურ საწარმოთა პროდუქციის გათამაშება

B2B გამოფენის ფარგლებში, სოციალურ საწარმოთა პროდუქციის გათამაშებისთვის, პარტნიორმა ორგანიზაციებმა დააწესეს პრიზები, რომელიც შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.

სიახლეები

Levan Merkvilishvili

© 2014 საქართველოს სტრატეგიული კვლევების და განვითარების ცენტრი