სოციალური მეწარმეობის ცენტრი სოციალური მეწარმეობის ცენტრი სოციალური მეწარმეობის ცენტრი სოციალური მეწარმეობის ცენტრი სოციალური მეწარმეობის ცენტრი
სოციალური მეწარმეობის ცენტრი

საერთაშორისო ექსპერტის ლექცია

📝 ლექციის შესახებ

3 ნოემბერს, ევროკავშირის (European Union in Georgia) დაფინანსებით მიმდინარე პროექტის "სოციალური მეწარმეობა - ინოვაციური მიდგომა ეკონომიკური და სოციალური ცვლილებებისთვის" ფარგლებში, საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG), EVPA - European Venture Philanthropy Association-თან თანამშრომლობითა და კომპანია Geocell - ჯეოსელთან (ჯეოსელი ბიზნესისთვის) პარტნიორობით გაიმართა მოწვეული საერთაშორისო ექსპერტის, ევა კონცალის ლექცია თემაზე Venture Philanthropy and Social Investment - ინოვაციური და სტრატეგიული მიდგომა დადებითი სოციალური ზეგავლენისთვის.

სემინარი გაიმართება სოციალური საწარმოების B2B გამოფენის ფარგლებში.

ლექციაზე განხილული თემები

ლექციაზე განხილულ იქნა გრძელვადიან სოციალურ შედეგებზე ორიენტირებული Venture Philanthropy and Social Investment კონცეფციები, როგორც დადებითი, მდგრადი და გაზომვადი ზეგავლენის საშუალებას.

განხილულ იქნა შემდეგი საკითხები:
✅ რა არის Venture Philanthropy and Social Investment;
✅ კორპორაციების ჩართულობის შესაძლებლობები;
✅ კორპორაციების თემატური მაგალითების განხილვა;
✅ დისკუსია: Venture Philanthropy and Social Investment - განვითარების შესაძლებლობები საქართველოში;
✅ შემდგომი ნაბიჯების დაგეგმვა.


სამიზნე აუდიტორია

ლექცია გაიმართა ისეთი ბიზნეს კომპანიების წარმომადგენლებისთვის, ვისთვისაც მნიშვნელოვანია კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა, ვინც მუდმივად ცდილობს დადებითი სოციალური ზეგავლენა მოახდინოს, როგორც საზოგადოებაზე, ასევე ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაზე.

მომხსენებელი

ლექციას გაუძღვა ევა კონცალი (Ewa Konczal ), რომელსაც სოციალური მეწარმეობის სფეროში მუშაობის 15 წლიანი გამოცდილება აქვს და წარმოადგენს European Venpure Philantrophy Association (EVPA)-ში, ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის რეგიონის მენეჯერს. ევა არის პირველი პოლონური VF ფონდის, Valores ინიციატორი და მენეჯერი.

სიახლეები

Levan Merkvilishvili

© 2014 საქართველოს სტრატეგიული კვლევების და განვითარების ცენტრი