სოციალური მეწარმეობის ცენტრი სოციალური მეწარმეობის ცენტრი სოციალური მეწარმეობის ცენტრი სოციალური მეწარმეობის ცენტრი სოციალური მეწარმეობის ცენტრი
სოციალური მეწარმეობის ცენტრი

სოციალური მეწარმეობის ფორუმი 2017!

ფორუმის შესახებ

ევროკავშირის დაფინანსებით მიმდინარე საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის (CSRDG); ქუთაისის განათლების განვითარებისა და დასაქმების ცენტრის (KEDEC); არბარითერ სამარიტერ ბუნდის (ASB) ერთობლივი პროექტის ფარგლებში - „სოციალური მეწარმეობა - ინოვაციური მიდგომა ეკონომიკური და სოციალური ცვლილებებისთვის“ – გაიმართება სოციალური მეწარმეობის ფორუმი 2017.

"სოციალური მეწარმეობის ფორუმი" 2012 წლიდან ტარდება და ყოველწლიურ ხასიათს ატარებს.

2017 წლის "სოციალური მეწარმეობის ფორუმი" ჩატარდება 7-8 დეკემბერს.

ფორუმის ფარგლებში, უკვე ტრადიციულად ქცეული ნომინაციების ფარგლებში გამოვლინდებიან გამარჯვებულები შემდეგ მიმართულებებში:

  1. წლის სოციალური საწარმო
  2. წლის Start Up სოციალური საწარმო.

ფორუმის ძირითადი თემებია გასული წლების პრაქტიკული და თეორიული გამოცდილების გაზიარება, ახალგაზრდული ორგანიზაციების როლი სოციალური მეწარმეობის მდგრადი განვითარების ხელშეწყობის პროცესში და სოციალურ საწარმოთა ალიანსის წევრების ერთობლივი შეკრების უზრუნველყოფა სამომავლო სტრატეგიების შესამუშავებლად.

ფორუმის მიზანი

სოციალურ მეწარმეებსა და ამ თემაზე მომუშავე ორგანიზაციებს შორის კავშირურთიერთობების გაღრმავება, ცნების პოპულარიზაციის ხელშეწყობა და ზოგადად, სოციალური მეწარმეობის განვითარების ხელშეწყობა საქართველოში.

ვის შეუძლია მონაწილეობა ფორუმში და ნომინაციების კონკურსში?

ფორუმში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ახლადდაარსებულ და უკვე მოქმედ სოციალურ საწარმოებს, ისევე, როგორც ახალგაზრდულ ორგანიზაციებს, რომლებიც მუშაობენ ან აქვთ სურვილი იმუშავონ სოციალური მეწარმეობის სფეროში. ასევე, მოწვეულნი იქნებიან წარმომადგენლები არასამთავრობო, სამთავრობო და ბიზნეს სექტორებიდან.

თუ ხართ უკვე ოპერირებადი სოციალური საწარმო და გსურთ მონაწილეობა მიიღოთ ნომინაციების კონკურსშიც, გთხოვთ იხილოთ ბმული.

ნომინაციებში გამარჯვებულ სოციალურ საწარმოებს, საქართველოს ბანკი, ფორუმის მთავარი პარტნიორი, გადასცემს 4000-4000 ლარის ოდენობის დაფინანსებებს (დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ბმულზე). 

ვადები

ფორუმზე დარეგისტრირება გაგრძელდება 2017 წლის 2 დეკემბრის 18:00 საათამდე.
ნომინაციებზე განაცხადების მიღების ვადა ამოიწურა

ონლაინ აპლიკაციები

ადგილმდებარეობა

ფორუმი გაიმართება 8 დეკემბერს, სასტუმრო ქორთიარდ მერიოტში, რომელიც მდებარეობს ქალაქ თბილისში, თავისუფლების მოედანი #4.

ფინანსური მხარდამჭერები

ღონისძიების ფინანსური მხარდამჭერები არიან: ევროკავშირი (European Union) და პური მსოფლიოსთვის (Bread For the World).

დამატებითი ინფორმაცია დღის წესრიგისა და სხვა დეტალების შესახებ გამოქვეყნდება უახლოეს მომავალში.

კონტაქტი

დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ მოგვწეროთ შემდეგ მეილზე:
Social.enterprise.ge@gmail.com

ან შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ნომრებზე:
(032) 2399019; 593587868

გისურვებთ წარმატებას!

სიახლეები

Levan Merkvilishvili

© 2014 საქართველოს სტრატეგიული კვლევების და განვითარების ცენტრი