სოციალური მეწარმეობის ცენტრი სოციალური მეწარმეობის ცენტრი სოციალური მეწარმეობის ცენტრი სოციალური მეწარმეობის ცენტრი სოციალური მეწარმეობის ცენტრი
სოციალური მეწარმეობის ცენტრი

სოციალური საჩუქარი - საახალწლო გამოფენა-გაყიდვები თბილისი მოლში

2017 წლის მიწურულს, 18 დეკემბრიდან - 30 დეკემბრის ჩათვლით (13 დღე), ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის, თბილისი მოლის და ჯეოსელის ფინანსური მხარდაჭერით გაიმართა სოციალური საჩუქარი - სოციალური საწარმოების და ტრადიციული რეწვის ოსტატების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა.

გამოფენა-გაყიდვა მიზნად ისახავდა მონაწილე საწარმოების და ტრადიციული რეწვის ოსტატების პროდუქციის პოპულარიზაციას, გაყიდვების ხელშეწყობას და  მათ ეკონომიკურ გაძლიერებას. 

გამოფენა-გაყიდვაზე წარმოდგენილი იყო 11 მონაწილის (9 სოციალური საწარმო და 2 ტრადიციული რეწვის ოსტატი) სხვადასხვა სახის პროდუქცია, გაყიდვის პროცესში გარდა მიმდინარე ფინანსური სარგებლისა, გაჩნდა სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები.

წარმოდგენილმა პროდუქცია მომხმარებელთა მოწონებას იმსახურებდა, რადგან გამოირჩეოდა რამდენიმე მახასიათებლით, კერძოდ:

  • შექმნილია ხელით, დანადგარების მინიმალური ჩარევით;
  • ნატურალურია და ეკოლოგიურად სუფთა;
  • პროდუქციის შეძენით, მომხმარებელი ყიდულობდა არამხოლოდ საჩუქარს, არამედ „სოციალურ საჩუქარს“.

გამოფენა-გაყიდვის შედეგად მიღებულმა შემოსავალმა 30 000 ლარი შეადგინა, ხოლო მიღებულმა საშუალო შემოსვალმა მონაწილეზე 2 727 ლარი.

დამატებითი ინფორმაციისთვის დააწკაპეთ აქ.

სიახლეები

Levan Merkvilishvili

© 2014 საქართველოს სტრატეგიული კვლევების და განვითარების ცენტრი