სოციალური მეწარმეობის ცენტრი სოციალური მეწარმეობის ცენტრი სოციალური მეწარმეობის ცენტრი სოციალური მეწარმეობის ცენტრი სოციალური მეწარმეობის ცენტრი
სოციალური მეწარმეობის ცენტრი

სემინარები - სტუდენტები სოციალური მეწარმეობის მხარდასაჭერად 2018!

სემინარები სტუდენტებისათვის სოციალური მეწარმეობის და კონკურსის შესახებ იმართება ყოველწლიური კონკურსის "სტუდენტები სოციალური მეწარმეობის მხარდასაჭერად 2018" ფარგლებში.

კონკურსი იმართება საქართველოს პრეზიდენტის პატრონაჟით.

სემინარები ჩატარდება შემდეგ ქალაქებში:
ფოთი - 22 თებერვალი (ტრანსპორტირებას ზუგდიდის და ქუთაისის ახალგაზრდებისთვის უზრუნველყოფს CSRDG);
ბათუმი - 23 თებერვალი;
თბილისი - 28 თებერვალი;
თბილისი - 6 მარტი.

თითოეულ სემინარზე დამსწრეთა მაქსიმალური რაოდენობაა 50 სტუდენტი, შესაბამისად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია და სემინარზე ვერ-დასწრების შემთხვევაში საორგანიზაციო გუნდს წინასწარ მიაწოდოთ ინფორმაცია.

ფოთში სემინარი გაიმართება ფოთის საზღვაო ნავსადგურში;
ბათუმში სემინარი გაიმართება სასტუმრო ჰილტონში;
თბილისში სემინარები გაიმართება საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში.

სტუდენტური კონკურსი იმართება ევროკავშირის დაფინანსებით მიმდინარე პროექტის ფარგლებში "სოციალური მეწარმეობა, ინოვაციური მიდგომა ეკონომიკური და სოციალური ცვლილებებისთვის".

კონკურსის ორგანიზატორები არიან საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი და განათლების განვითარებისა და დასაქმების ცენტრი.

კონკურსის ოქროს სპონსორები არიან:
- ფოთის საზღვაო ნავსადგური;
- მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კრისტალი.

კონკურსის პარტნიორები არიან:
- სასტუმრო ჰილტონი;
- ASB Georgia;
- გერმანული ორგანიზაცია "პური მსოფლიოსთვის BROT";

სემინარებზე სარეგისტრაციო ბმული იხილეთ აქ

გასულ წელს ჩატარებული სემინარების ფოტომასალა შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე:
https://www.facebook.com/pg/CSRDG/photos/?tab=album&album_id=1397997673619884

დამატებითი ინფორმაცია კონკურსის შესახებ იხილეთ ბმულზე:
http://segeorgia.org/nmore.php?NID=282

 

სიახლეები

Levan Merkvilishvili

© 2014 საქართველოს სტრატეგიული კვლევების და განვითარების ცენტრი