სოციალური მეწარმეობის ცენტრი სოციალური მეწარმეობის ცენტრი სოციალური მეწარმეობის ცენტრი სოციალური მეწარმეობის ცენტრი სოციალური მეწარმეობის ცენტრი
სოციალური მეწარმეობის ცენტრი

ტრენინგი საზოგადოებრივი ორგანიზაციებისათვის სოციალურ მეწარმეობაში

ტრენინგი

2014 წლიდან ″საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი″ იწყებს დასაქმებაზე ორიენტირებული სოციალური საწარმოების მხარდაჭერას. მხარდაჭერის პროგრამა 2 ეტაპიანია.

პირველ ეტაპზე დაინტერესებულ საზოგადოებრივ ორგანიზაციებს მიეცემათ შესაძლებლობა გაიარონ “სოციალური საწარმოს ბიზნეს გეგმის შემუშავების” ინტენსიური ტრენინგ კურსი.

მეორე ეტაპზე გამოცხადდება საგრანტო კონკურსი და გაიცემა მიკრო გრანტი დასაქმებაზე ორიენტირებული სოციალური საწარმოს  დასაფუძნებლად/განვითარებისთვის. საგრანტო კონკურსის ფარგლებში შერჩევისას უპირატესობა მიენიჭებათ პირველ ეტაპზე მონაწილე ორგანიზაციებს.

″საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი″ იწვევს საზოგადოებრივ ორგანიზაციებს მონაწილეობა მიიღონ ტრენინგში – ″ბიზნეს გეგმის შემუშავება სოციალური საწარმოებისთვის″, რომელიც ჩატარდება ქ. თბილისში, 2014 წლის 1-ლი დან 4 აპრილის  ჩათვლით (ტრენინგის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე დავუკავშირდებით შერჩეულ კანდიდატებს  ადგილის და დროის დასაზუსტებლად).

ტრენინგზე დასწრების შესაძლებლობა აქვთ:

1. არასამთავრობო ორგანიზაციის წევრებს;

2. ორგანიზაციას, რომელსაც თქვენ წარმოადგენთ, აქვს დასაქმებაზე ორიენტირებული სოციალური მეწარმეობის პრაქტიკა ან მისი განვითარების შესაძლებლობა და სურვილი;

3. მონაწილეებს, რომლებსაც შეუძლიათ სრულად დაესწრონ ტრენინგს 4 დღის განმავლობაში (1-4 აპრილი).

ტრენინგის შედეგად მონაწილეები

-  მიიღებენ თეორიულ და პრაქტიკულ ინფორმაციას სოციალური მეწარმეობის შესახებ.

შეისწავლიან სოციალური საწარმოს დაგეგმვის სპეციფიკას, სირთულეებს, რომელსაც აწყდებიან ორგანიზაციები სოციალურ და ეკონომიკურ მიზნებს შორის ბალანსის მისაღწევად.

  გაეცნობიან სოციალური შედეგების დაგეგმვის და შეფასების ტექნიკებს.

ტრენინგის მონაწილეთა რაოდენობა შეზღუდულია. მონაწილეთა შერჩევის მთავარი კრიტერიუმია ორგანიზაციაში სოციალური მეწარმეობის კუთხით არსებული გამოცდილება და/ან პოტენციალი.

ტრენინგზე დასწრების მსურველებმა არა უგვიანეს  ა.წ. 20 მარტის, 16:00 საათისა უნდა წარმოადგინონ:

1. სამოტივაციო წერილი (მაქსიმუმ 1,5 გვერდი), სადაც მოკლედ აღწერთ:

-  აქვს თუ არა ორგანიზაციას დასაქმებაზე ორიენტირებული  სოციალური მეწარმეობის გამოცდილება;

-  აპირებს თუ არა მომავალში მსგავსი პრაქტიკის გაფართოებას / დანერგვას;

-  კონკრეტულად, რას ელით დაგეგმილი ტრენინგიდან.

2. სრულად შევსებული სააპლიკაციო ფორმა

 

საბუთების წარმოდგენა შესაძლებელია:

1. ელექტრონული სახით: apply@csrdg.ge, ან 

2. ნაბეჭდი სახით, სტრატეგიული კვლევებისა დაგანვითარების ცენტრის ოფისში, მისამართზე: თბილისი,  დელისის I შესახვევი, 5ა, ტელ.: (+995 32) 2399019/18.

საკონტაქტო პირი: სალომე ხუციშვილი

 

 

სიახლეები

Levan Merkvilishvili

© 2014 საქართველოს სტრატეგიული კვლევების და განვითარების ცენტრი