სოციალური მეწარმეობის ცენტრი სოციალური მეწარმეობის ცენტრი სოციალური მეწარმეობის ცენტრი სოციალური მეწარმეობის ცენტრი სოციალური მეწარმეობის ცენტრი
სოციალური მეწარმეობის ცენტრი

CAF, სესია “სოციალური საწარმო: სოციალური ცვლილების კატალიზატორი”

სესია2014 წლის 13-14 თებერვალს ევრაზიის თანამშრომლობის ფონდმა ჩაატარა პირველი ცვლილებების ინიციატორთა ფორუმი, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს სამოქალაქო აქტივისტებმა, ხელოვანებმა, მედიის, სამთავრობო და არასამთავორბო ორგანიზაციების და კერძო კომპანიების წარმომადგენლებმა. ფორუმის ერთ-ერთი სესია მიეძღვნა სოციალურ მეწარმეობას, რომლის მიზანი იყო წარმოეჩინა სოც.მეწარმეობის პოტენციალი სოციალური ცვლილებებისა და სოციალური ინოვაციების დამკვიდრების კუთხით.

სესიის მსვლელობისას ყურადღება გამახვილდა სოციალური საწარმოს ცნებაზე საქართველოს კონტექსტში და განიხილა სოციალური მეწარმეობის სფეროში სამთავრობო, ბიზნეს და არასამთავრობო სექტორებს შორის თანამშრომლობის სხვადასხვა ფორმები კონკრეტული სოციალური პრობლემების დაძლევის მიზნით. მომხსენებელთა შორის იყო სოციალურ საწარმოთა გაერთიანება ,,აშოკა“-ს (ისრაელი) მმართველი დირექტორი ნირ ცუკი. მან მონაწილეებს გაუზიარა ამ მიმართულებით არსებული საერთაშორისო გამოცდილება. რის შემდეგაც კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა დისკუსია, რაშიც დამსწრე საზოგადოებამაც მიიღო მონაწილეობა.

სესიას უხელმძღვანელა ვიქტორ ბარამიამ(ევრაზიის თანამშრომლობის ფონდი). ძირითადი მომხსენებლები იყვნენ:

  • ნირ ცუკი, მმართველი დირექტორი, სოციალურ საწარმოთა გაერთიანება ,,აშოკა“ (ისრაელი);
  • ეკა დათუაშვილი, სოციალური მეწარმეობის პროგრამის კოორდინატორი, საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG);
  • ზვიად არჩუაძე, ეკონომიკური პოლიტიკის სამსახურის უფროსი, თბილისის მერია;
  • კახა კოხრეიძე, საქართველოს სავაჭრო სამრეწველო პალატის ვიცე-პრეზიდენტი;
  • ირაკლი ჟორჟოლიანი, ბავშვთა და ახალგაზრდობის ფონდის დირექტორი, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო.

იხილეთ ფოტოგალერეა 

 

სიახლეები

Levan Merkvilishvili

© 2014 საქართველოს სტრატეგიული კვლევების და განვითარების ცენტრი