სოციალური მეწარმეობის ცენტრი სოციალური მეწარმეობის ცენტრი სოციალური მეწარმეობის ცენტრი სოციალური მეწარმეობის ცენტრი სოციალური მეწარმეობის ცენტრი
სოციალური მეწარმეობის ცენტრი

სსიპ ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის პირველი საგრანტო კონკურსი

დაიწყო  სსიპ ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის პირველი საგრანტო კონკურსი, რომელიც მიმდინარეობს 14 თებერვლის 10:00 საათიდან 4 მარტის 24:00 საათამდე.  კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ბავშვთა და ახალგაზრდულ კავშირებს, ახალგაზრდულ არასამთავრობო ორგანიზაციებს.

აუცილებელია, რომ ახალგაზრდული კავშირი (ორგანიზაცია) იყოს რეგისტრირებული საჯარო რეესტრში ანუ წარმოადგენდეს საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესით შექმნილ არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირს, რომლის სადამფუძნებლო დოკუმენტაციით, კერძოდ კი წესდებით, განსაზღვრულია საქმიანობის შემდეგი მიზნები: ახალგაზრდების უფლებებისა და თავისუფლების დაცვისათვის, მათი ნიჭისა და უნარის განვითარებისათვის და საზოგადოებაში დამკვიდრებისთვის ხელის შეწყობა.

საჯარო რეესტრში რეგისტრაციასთან ერთად აუცილებელია პროექტის წარმომდგენი ორგანიზაცია დარეგისტრირდეს ფონდის ვებ-გვერდზე, მხოლოდ ამის შემდეგ შეძლებს შეავსოს საგრანტო აპლიკაცია და წარმოადგინოს პროექტი ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდში.

დამატებითი ინფორმაციისთვის ესტუმრეთ ბმულს.

 

სიახლეები

Levan Merkvilishvili

© 2014 საქართველოს სტრატეგიული კვლევების და განვითარების ცენტრი