სოციალური მეწარმეობის ცენტრი სოციალური მეწარმეობის ცენტრი სოციალური მეწარმეობის ცენტრი სოციალური მეწარმეობის ცენტრი სოციალური მეწარმეობის ცენტრი
სოციალური მეწარმეობის ცენტრი

სამუშაო შეხვედრა „სოციალური მეწარმეობის მხარდაჭერის შესაძლებლობები საქართველოში“

სოციალური მეწარმეობის მხარდაჭერის შესაძლებლობები2013 წლის 23 დეკემბერს, სასტუმროში „რედისონ ბლუ ივერია“, ევრაზიის თანამშრომლობის ფონდისა და თბილისის მერიის ეკონომიკური პოლიტიკის სამსახურის ორგანიზებით გაიმართა შეხვედრა მრგვალი მაგიდის ფორმატში – „სოციალური მეწარმეობის მხარდაჭერის შესაძლებლობები საქართველოში.“

შეხვედრაზე განხილული იყო სოციალური მეწარმეობის კონცეფცია, სოციალური მეწარმეობის ქართული მაგალითები, არსებული საკანონმდებლო მდგომარეობა და სოციალური მეწარმეობის განვითარებისთვის საჭირო, ხელშემწყობი ნაბიჯები. შეხვედრის ბოლოს, გამოითქვა სურვილი, კონცეფციაზე მომუშავე სხვადასხვა  მხარეს შორის იყოს უფრო მჭიდრო თანამშრომლობა, რათა მოკლე დროშივე იქნას კონკრეტული შედეგები მიღწეული.

შეხვედრას ესწრებოდნენ არასამთავრობო ორგანიზაციების, სოციალური საწარმოების, მერიისა და სხვადასხვა სამინისტროების – რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, იუსტიციის სამინისტროს, წარმომადგენლები.

 

სიახლეები

Levan Merkvilishvili

© 2014 საქართველოს სტრატეგიული კვლევების და განვითარების ცენტრი