სოციალური მეწარმეობის ცენტრი სოციალური მეწარმეობის ცენტრი სოციალური მეწარმეობის ცენტრი სოციალური მეწარმეობის ცენტრი სოციალური მეწარმეობის ცენტრი
სოციალური მეწარმეობის ცენტრი

ქართული სოციალური საწარმოების მეორე ერთობლივი შეხვედრა

2013 წლის 20 დეკემბერს სოციალური მეწარმეობის ცენტრის ინიციატივით მოეწყო სოციალურ მეწარმეთა მეორე ერთობლივი შეხვედრა, რომელსაც დაესწრო 50-მდე წარმომადგენელი საქართველოში მოქმედი სოციალური საწარმოებიდან და ამ სფეროს განვითარებაზე მომუშავე ორგანიზაციებიდან.

სოციალურ საწარმოთა ყოველწლიური ერთობლივი შეხვედრის იდეა 2012 წელს გამართული  ღონისძიების შემდეგ ჩამოყალიბდა, როდესაც მეწარმეებმა გამოთქვეს სურვილი, რომ ამ შეხვედრებს რეგულარული ხასიათი მიეღო.

წლევანდელი შეხვედრა მიზნად ისახავდა სოციალურ მეწარმეთა შორის ინფორმაციისა და გამოცდილების გაზიარებას, ერთმანეთის საქმიანობის გაცნობასა და შესაძლო პარტნიორობის გზების გამონახვას, რასაც მიეძღვნა სამუშაო დღის პირველი ნახევარი. დღის მეორე ნახევარში კი გაიმართა მსჯელობა სოციალური მეწარმეობის საკანონმდებლო რეგულირების და მასთან დაკავშირებული გამოწვევების შესახებ.

მსჯელობა განსხვავებული პროფილის მქონე სოციალურ საწარმოთა მცირე ჯგუფებში წარიმართა, ხოლო შედეგები პლენარულად იქნა შეჯამებული.

იხილეთ ფოტოგალერეა

 

სიახლეები

Levan Merkvilishvili

© 2014 საქართველოს სტრატეგიული კვლევების და განვითარების ცენტრი