სოციალური მეწარმეობის ცენტრი სოციალური მეწარმეობის ცენტრი სოციალური მეწარმეობის ცენტრი სოციალური მეწარმეობის ცენტრი სოციალური მეწარმეობის ცენტრი
სოციალური მეწარმეობის ცენტრი

“სტუდენტები სოციალური მეწარმეობის მხარდასაჭერად” 2013 – შიდასაუნივერსიტეტო კონკურსები

კონკურსის “სტუდენტები სოციალური მეწარმეობის მხარდასაჭერად ფარგლებში ჩატარებული გაცნობითი ტურების შემდეგ სტუდენტთა გუნდებს მიეცათ ორი კვირა  საკონკურსო დავალების შესასრულებლად.  მათი ამოცანა იყო მოეფიქრებინათ შერჩეული სოციალური საწარმოს პრობლემის მოგვარების ბიზნეს გეგმა/პროექტი და მოემზადებინათ პრეზენტაცია. მოცემული დროის განმავლობაში სტუდენტებმა გამოთქვეს სურვილი კონსულტაცია გაევლოთ სოციალური საწარმოების წარმომადგენლებთან და მოეპოვებინათ/ დაეზუსტებინათ საჭირო ინფორმაცია.

მონაწილე გუნდებისთვის პროექტზე მუშაობის პროცესი საკმაოდ საინტერესო აღმოჩნდა. ისინი ხვდებოდნენ  კონკრეტული სოციალური საწარმოების წარმომადგენლებს, ადგილზე ეცნობოდნენ სამუშაო გარემოს, აწარმოებდნენ მარკეტინგულ კვლევებს და არსებული სიტუაციის შესაბამისად ეძიებდნენ  პრობლემების გადაჭრის გზებს.  სტუდენტები უკავშირდებოდნენ მათთვის საინტერესო ორგანიზაციებსა თუ პირებს და მათთან მოლაპარაკებას აწარმოებდნენ.

ორი კვირის შემდეგ, პროექტის მონაწილე უნივერსიტეტებში გაიმართა შიდა კონკურსი, რომელზეც თითოეულმა გუნდმა გააკეთა საკუთარი პროექტის პრეზენტაცია. ახალგაზრდების კრეატიული და საინტერესო იდეები ჟიურის წევრთა შორის  ხშირად აზრთა სხვადასხვაობას იწვევდა.

საბოლოოდ, კომპეტენტურმა ჟიურიმ ოთხივე უნივერსიტეტში გამოავლინა  გამარჯვებული  გუნდი, ესენია:

კავკასიის უნივერსიტეტის გუნდი ” Hit For Brains ”. გუნდის წევრები არიან:

  • თათა ჩიტაია
  • ლევან წიკლაური
  • ედიშერ ურიათმყოფელი
  • ნიკა გრიგოლია

საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერისტეტის გუნდი ″Brain-Power”. გუნდის წევრები არიან:

  • გიორგი დარსაველიძე
  • თეო იაკობაშვილი
  • მაცაცო ალიბეგაშვილი
  • ნუცა სვიმონიშვილი
ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის გუნდი ″Better-Day”. გუნდის წევრები არიან:
  • ლაშა ყიფშიძე
  • თემო ცუცქირიძე
  • ვახტანგ მდივანი
  • ლელი წულუკიძე
შავი ზღვის საერთაშორისო უნიერსიტეტის გუნდი ″Wild Brains”. გუნდის წევრები არიან:
  • ირაკლი გოგიტიძე
  • ლიკა დვალიშვილი
  • თინათინ დეკანოიძე
  • ქეთევან პაქსაშვილი
  • მურთაზ ფუტკარაძე

მათი პროექტები დაფინანსდება. შემდეგ ეტაპზე სტუდენტები სოციალურ საწარმოსთან მჭიდრო თანამშრომლობით განახორციელებენ პროექტში დასახულ გეგმას. პროექტის ფარგლებში “ცენტრის” ექსპერტები სტუდენტებს გაუწევენ აქტიურ დახმარებას.

იხილეთ ფოტოლაგერეა – IIIIIIIV

იხილეთ ვიდეოები – IIIIII, IV

სიახლეები

Levan Merkvilishvili

© 2014 საქართველოს სტრატეგიული კვლევების და განვითარების ცენტრი