სოციალური მეწარმეობის ცენტრი სოციალური მეწარმეობის ცენტრი სოციალური მეწარმეობის ცენტრი სოციალური მეწარმეობის ცენტრი სოციალური მეწარმეობის ცენტრი
სოციალური მეწარმეობის ცენტრი

სტუდენტები სოციალური მეწარმეობის მხარდასაჭერად” 2013 – გაცნობითი ტურები

პროექტის “სტუდენტები სოციალური მეწარმეობის მხარდასაჭერად” ფარგლებში მონაწილე ჯგუფებისთვის მოეწყო გაცნობითი, ე.წ. ბას-ტურები . სტუდენტები გაეცნენ საქართველოში მოქმედ სოციალურ საწარმოებს, მათ სოციალურ მიზნებს, საქმიანობასა და იმ პრობლემებს, რომლებსაც ისინი მუშაობის პროცესში აწყდებიან.

მონაწილეთა თქმით ტურის მსვლელობისას ისინი გაეცნენ მათთვის აქამდე ნაკლებად ცნობილ საზოგადოებრივ სექტორს, მასში მომუშავე საინტერესო ორგანიზაციებს .

„მას შემდეგ, რაც უნივერსიტეტიდან თექვსმეტი სტუდენტი აგვარჩიეს, ჩვენ  ბას-ტურის მეშვეობით დავათვალიერეთ სოციალური საწარმოები, გავეცანით მათი მუშაობის პროცესს და ბოლოს მეწარმეებს გავესაუბრეთ, შევიტყვეთ მათი პრობლემებისა და სირთულეების შესახებ . ყოველივე ამის შემდეგ კიდევ უფრო ნათელი გახდა, თუ რა მისიის შესრულებას ემსახურება სოციალური საწარმო. ბას-ტურის დახმარებით ჩვენ შევძელით პრიორიტეტების სწორად გადანაწილება, რამაც პროექტის დაწერის პროცესში მნიშვნელოვანი როლი შეასრულა და განაპირობა ჩვენი გუნდის გამარჯვება.“ - მაცაცო ალიბეგაშვილი, ქართული უნივერსიტეტის სტუდენტი

სტუდენტებს უმასპინძლა შემდეგმა სოციალურმა საწარმოებმა:

ტურების შედეგად თითოეული უნივერსიტეტის გუნდებისათვის შეირჩა თითო სოციალური საწარმო, რომელმაც სტუდენტთა ჯგუფებს დაუსახა მისთვის პრობლემური ამოცანა.

იხილეთ ფოტოლაგერეა  – I, II, IIIIV

სიახლეები

Levan Merkvilishvili

© 2014 საქართველოს სტრატეგიული კვლევების და განვითარების ცენტრი