სოციალური მეწარმეობის ცენტრი სოციალური მეწარმეობის ცენტრი სოციალური მეწარმეობის ცენტრი სოციალური მეწარმეობის ცენტრი სოციალური მეწარმეობის ცენტრი
სოციალური მეწარმეობის ცენტრი

“სტუდენტები სოციალური მეწარმეობის მხარდასაჭერად” 2013 – გაცნობითი სემინარები

“სოციალური მეწარმეობის ცენტრის” ყოველწლიური კონკურსის “სტუდენტები სოციალური მეწარმეობის მხარდასაჭერად” პირველი ეტაპი,  გაცნობითი სემინარები, დასრულდა. სემინარის მიმდინარეობისას მონაწილე უნივერსიტეტის სტუდენტებს საშუალება ჰქონდათ გასცნობოდნენ სოციალური მეწარმეობის კონცეფციას, უცხოეთის ქვეყნებსა და საქართველოში ამ მიმართულებით არსებულ გამოცდილებას.

 

სემინარებს ინტერაქტიული ხასიათი ჰქონდა. ფოტო-ვიდეო მასალით გამდიდრებულმა პრეზენტაციამ სტუდენტებში დიდი ინტერესი გამოიწვია. ბევრი მათგანისთვის სიახლე იყო ის, რომ თურმე არსებობენ ისეთი საწარმოები, რომლებიც ორიენტირებულნი არიან არა მატერიალურ მოგებაზე, არამედ სხვათა ცხოვრების უკეთესობისკენ შეცვლაზე. და რაც მთავარია, ისინი მიხვდნენ,რომ ეს ყველაფერი რეალურია. მსოფლიოში ხომ მრავალი პრეცენდენტია იმისა, თუ როგორ გააუმჯობესა ათასობით ადამიანის ცხოვრება, სხვა, მათსავით ჩვეულებრივი ადამიანების მიერ წამოწყებულმა მცირემასშტაბიანმა პროექტებმა.  ამის გაცნობიერებამ ბევრ სტუდენტს გაუჩინა სურვილი თავადაც ჩართულიყო ასეთ საქმიანობაში.

ქართული სოციალური საწარმოების უკეთ გასაცნობად სემინარებზე  მოწვეულნი იყვნენ წარმატებული ქართული სოციალური საწარმოების წარმომადგენლები, რომლებმაც სტუდენტებს თავიანთი გამოცდილება გაუზიარეს. ჩანაფიქრმა გაამართლა,  ყველაზე მეტი შეკითხვა  სწორედ პრაქტიკოსი სოციალური მეწარმეების მიმართ დაისვა. მონაწილეებს ასევე გააცნეს თუ რა ღონისძიებებია გათვალისწინებული პროექტის ფარგლებში.

სემინარს უძღვებოდნენ სოციალური მეწარმეობის საკითხის ექსპერტები: ეკა დათუაშვილი “საქართველოს სტრატეგიული კვლევების და განვითარების ცენტრიდან”  და ვიქტორ ბარამია “ევრაზიის თანამშრომლობის ფონდიდან”.

იხილეთ ფოტოგალერეა IIIIIIIV

სიახლეები

Levan Merkvilishvili

© 2014 საქართველოს სტრატეგიული კვლევების და განვითარების ცენტრი