სოციალური მეწარმეობის ცენტრი სოციალური მეწარმეობის ცენტრი სოციალური მეწარმეობის ცენტრი სოციალური მეწარმეობის ცენტრი სოციალური მეწარმეობის ცენტრი
სოციალური მეწარმეობის ცენტრი

2013 წლის კონკურსი – “სტუდენტები სოციალური მეწარმეობის მხარდასაჭერად”

2013 წლის ოქტომბერში დაიწყო “სოციალური მეწარმეობის ცენტრის” ყოველწლიური კონკურსი –“სტუდენტები სოციალური მეწარმეობის მხარდასაჭერად.” კონკურსი მიზნად ისახავს თბილისის უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებში სოციალური მეწარმეობის კონცეფციის პოპულარიზაციასა და მათ აქტიურ ჩართვას სოციალური მეწარმეობის განვითარების პროცესში. ეს დაეხმარება სტუდენტებს ცოდნის გაღრმავებასა და ახალი პრაქტიკული უნარების მიღებაში, მათი ინტერესების სფეროს გაფართოებასა და საინტერესო ორგანიზაციებთან კავშირის დამყარებაში. პროექტში მონაწილეობით მიღებული ცოდნა და გამოცდილება შესაძლებლობას მისცემს ახალგაზრდებს წამოიწყონ საკუთარი ბიზნესი და უკეთესობისკენ შეცვალონ გარემო. უცხოეთში სოციალურ საწარმოებს მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაში. ახალგაზრდების ნოვატორული პოტენციალი სწორედ ის მამოძრავებელი ძალაა, რომელიც ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური პრობლემების დაძლევაში აქტიურად უნდა იყოს ჩართული.

2012 წელს "ბრიტანეთის საბჭოსთან" და “ევრაზიის თანამშრომლობის ფონდთან” ერთად წარმატებით განხორციელებულმა პროექტმა, რომელშიც მონაწილეობდა თბილისის 4 უნივერსიტეტი, კერძოდ: “ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი”, “კავკასიის უნივერსიტეტი”, “ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი” და “გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი”, დიდი ინტერესი გამოიწვა სხვა უნივერსიტეტებშიც.

წლევანდელ კონკურსში (2013 წელს) ჩართულია თბილისის 4 უნივერსიტეტი, ესენია: “ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი”, “კავკასიის უნივერსიტეტი”, “ქართული უნივერსიტეტი” და “შავი ზღვის უნივერსიტეტი.”

პროექტის ფარგლებში სტუდენტებისთვის ჩატარდება შემდეგი ღონისძიებები:

  • ერთდღიანი სემინარები, რომლებზეც სტუდენტებს2012 წელი, სემინარი თსუ-ში საშუალება ექნებათ  სფეროს ექსპერტების დახმარებით გაეცნონ სოციალური მეწარმეობის კონცეფციას, უცხოეთის ქვეყნებსა და საქართველოში ამ მიმართულებით არსებულ გამოცდილებას. ასევე განხილული იქნება წარმატებული სოციალური საწარმოების პრაქტიკული მაგალითები. სემინარი ინტერაქტიული ხასიათისაა და გამდიდრებულია ფოტო-ვიდეო მასალით.
  • სტუდენტთა გუნდების ჩამოყალიბება – სემინარის ჩატარების შემდეგ თითოეულ უნივერსიტეტში ჩამოყალიბდება პროექტში მონაწილეობით დაინტერესებულ სტუდენტთა ოთხი ოთხკაციანი ჯგუფი (სულ 16 სტუდენტი);
  • გაცნობითი ტური2012 წელი, კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტები სტუმრობენ სოციალურ საწარმოებსსტუდენტთა ჯგუფებისთვის მოეწყობა გაცნობითი ტური (ე.წ. ბას-ტური), რომლის ფარგლებშიც სტუდენტები ადგილზე გაეცნობიან საქართველოში მოქმედ სოციალურ საწარმოებს, მათ სოციალურ მიზნებს, საქმიანობასა და იმ პრობლემებს, რომლებსაც ისინი მუშაობის პროცესში აწყდებიან. ვიზიტის შემდეგ თითო უნივერსიტეტისთვის შეირჩევა თითო სოციალური საწარმო. სწორედ ამ უკანასკნელთა წინაშე არსებული პრობლემების გადაჭრა იქნება სტუდენტთა ჯგუფების საკონკურსო დავალება.
  • საკონკურსო დავალება – საკონკურსო დავალების შესასრულებლად სტუდენტთა ჯგუფებს მიეცემათ 2 კვირა. მათი ამოცანა იქნება მოიფიქრონ  შერჩეული სოციალური საწარმოს პრობლემის მოგვარების ბიზნეს გეგმა/პროექტი და მოამზადონ პრეზენტაცია. ორი კვირის განმავლობაში თითოეულ ჯგუფს ექნება შესაძლებლობა შეხვდეს სოციალურ საწარმოს წარმომადგენელს და მოიპოვოს ან დააზუსტოს საჭირო ინფორმაცია.
  • შიდა საუნივერსიტეტო კონკურსი–  2012 წელი, შიდა საუნივერსიტეტო კონკურსი GAU-შიპროექტის მონაწილე უნივერსიტეტებში გაიმართება შიდა კონკურსი, რომელზეც თითოეული ჯგუფი გააკეთებს საკუთარი პროექტის პრეზენტაციას. დამოუკიდებელი ჟიური უნივერსიტეტიდან შეარჩევს საუკეთესო პროექტს და გამოავლენს გამარჯვებულ გუნდს. გამარჯვებული გუნდების პროექტები დაფინანსდება. შემდეგ ეტაპზე სტუდენტები სოციალურ საწარმოსთან მჭიდრო თანამშრომლობით განახორციელებენ პროექტში დასახულ გეგმას. პროექტის ფარგლებში “ცენტრის” ექსპერტები სტუდენტებს გაუწევენ აქტიურ დახმარებას.
  • პროექტის დასკვნითი ღონისძიებაკონკურსის დასკვნით ღონისძიებაზეშიდასაუნივერსიტეტო კონკურსებში გამარჯვებული გუნდები წარმოადგენენ მათ მიერ განხორციელებული პროექტების შედეგებს. პროექტების დასრულების შემდგომ ჟიური შეაფასებს მიღწეულ შედეგებს და მათ შესაბამისობას დასახულ გეგმასთან. საუკეთესოდ შესრულებული პროექტი დაჯილდოვდებადასკვნით ღონისძიებაში მონაწილეობას ასევე მიიღებენ შიდასაუნივერსიტეტო კონკურსებში მეორ2012 წელი, დასკვნითი ღონისძიება, გამარჯვებული თსუ-ს გუნდიე ადგილზე გასული გუნდებიც. მათი ამოცანა იქნება, შეარჩიონ საზოგადოებრივი ორგანიზაცია და მასთან თანამშრომლობით შეიმუშაონ სოციალური საწარმოს ბიზნეს გეგმა და საპროექტო წინადადება.წარდგენილი 4 პროექტიდან კონკურსის დასკვნით ღონისძიებაზე გამოვლინდება საუკეთესო,რომელსაც დააფინანსებს “ევრაზიის თანამშრომლობის ფონდი”.

კონკურსის ვებ-გვერდი – მონაწილეებს, მათ გულშემატკივრებსა და დაინტერესებულ პირებს საშუალება ექნებათ საგანგებოდ შექმნილი ვებ-გვერდის მეშვეობით თვალყური ადევნონ კონკურსის მიმდინარეობას, მიიღონ დამატებითი ინფორმაცია, გაეცნონ სიახლეებს და ა.შ. ვებ-გვერდი იქნება ინტერაქტიული და შესაბამისად გუნდებს შეეძლებათ ატვირთონ თავიანთი მონაცემები, შესრულებული დავალებები, ხოლო გულშემატკივრებს და დაინტერესებულ პირებს საშუალება ექნებათ შეაფასონ კონკურსის მონაწილეების მიერ გაწეული საქმიანობა.

სიახლეები

Levan Merkvilishvili

© 2014 საქართველოს სტრატეგიული კვლევების და განვითარების ცენტრი