სოციალური მეწარმეობის ცენტრი სოციალური მეწარმეობის ცენტრი სოციალური მეწარმეობის ცენტრი სოციალური მეწარმეობის ცენტრი სოციალური მეწარმეობის ცენტრი
სოციალური მეწარმეობის ცენტრი

კონკურსი ”ინდივიდუალური კონსულტაციები სოციალური საწარმოთათვის”

საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი არის საზოგადოებრივი, არამომგებიანი, არაპოლიტიკური ორგანიზაცია, რომელიც 1995 წელს დაფუძნდა.

საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი 2009 წლიდან ახორციელებს საქართველოში სოციალური მეწარმეობის განვითარების მხარდაჭერის პროექტს. მისი ერთ-ერთი უმთავრესი ამოცანაა საქართველოში სოციალური მეწარმეობის, როგორც სოციალური ან გარემოსდაცვითი პრობლემების მოგვარების ერთ-ერთი ეფექტიანი გზის, განვითარების ხელშეწყობა.

სოციალური მეწარმეობის მხარდაჭერის პროექტი ხორციელდება Bread for the World  ფინანსური მხარდაჭერით. პროექტის მიზანია საზოგადოებრივი ორგანიზაციების ფინანსური მდგრადობის გაუმჯობესება სოციალური მეწარმეობის განვითარების ხელშეწყობით.

პროექტის ფარგლებში საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, რომლებიც ეწევიან სოციალურ მეწარმეობას, ეძლევათ შესაძლებლობა მიიღონ საკონსულტაციო მომსახურება სოციალური მეწარმეობის შემდგომი განვითარებისთვის.

დაინტერესებულ ორგანიზაციებს ვიწვევთ მონაწილეობის მისაღებად შესარჩევ კონკურსში.

კონკურსის მიზანი

მოქმედ სოციალურ საწარმოებს ჩაუტარდეთ ინდივიდუალურ საჭიროებაზე მორგებული კონსულტაციები სოციალური საწარმოს ორგანიზების, მარკეტინგულ, ფინანსურ და საგადასახადო საკითხებზე. ცენტრის ექსპერტებისა და კონსულტაციის მსურველი ორგანიზაციის წარმომადგენლების მიერ ერთობლივად გაანალიზებული არსებული მდგომარეობისა და საჭიროებების საფუძველზე შემუშავდება საწარმოს შემდგომ განვითარებაზე მიმართული ღონისძიებები.

დაინტერესებულ სოციალურ მეწარმეებს მარკეტოლოგი და ფინანსისტი კონსულტანტები, თანამონაწილეობითი დაგეგმვის მეთოდების გამოყენებით, დაეხმარებიან საწარმოს საქმიანობის დაგეგმვასა და ბიზნეს გეგმის შემუშავებაში. საკონსულტაციო მომსახურების შესაძლო საკითხები მოცემულია დანართში 1.

ვის შეუძლია მონაწილეობა?

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია საქართველოში რეგისტრირებულ საზოგადოებრივ და სათემო ორგანიზაციებს, რომლებიც ახორციელებენ სამეწარმეო საქმიანობას.

კონკურსის პირობები:

კონკურსის ფარგლებში საკონსულტაციო მომსახურებისთვის შერჩეული იქნება 3 ორგანიზაცია. კონკურსანტების შერჩევისას უპირატესობა მიენიჭებათ ორგანიზაციებს, რომელთა განაცხადშიც:

- მკაფიოდ იქნება აღწერილი საწარმოს სოციალური სარგებელი;

- ორგანიზაციის პოტენციალი გააუმჯობესოს და განავითაროს საწარმო;

- ნათლად იქნება განსაზღვრული საწარმოს საქმიანობაში არსებული გამოწვევები;

- განსაზღვრული იქნება საკითხები, რაზეც ორგანიზაციას სურს მიიღოს კონსულტაციები.

განაცხადებს შეაფასებს და გამარჯვებულ ორგანიზაციებს გამოავლენს დამოუკიდებელი საბჭო, რომელიც დაკომპლექტებულია ბიზნესისა და მარკეტინგის ექსპერტებით.

დაინტერესებულმა ორგანიზაციებმა უნდა წარმოადგინონ სააპლიკაციო ფორმა, თანდართული ფორმის შესაბამისად.

დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ დანართი 1

განაცხადების წარდგენის პროცედურა:

განაცხადების წარმოდგენა შესაძლებელია ელექტრონული ფორმით მისამართზე: apply@csrdg.ge, ან ნაბეჭდი სახით სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის ოფისში.

ცენტრში განაცხადების შემოტანის საბოლოო ვადაა

2013 წლის 25 სექტემბერი, 16:00 სთ.

დაგვიანებული განაცხადები არ განიხილება!

განაცხადი უნდა წარმოადგინოთ მხოლოდ თანდართული სააპლიკაციო ფორმის შესაბამისად. განსხვავებული ფორმით წარმოდგენილი განაცხადები და არასრულად შევსებული სააპლიკაციო ფორმები არ განიხილება.

საკონტაქტო ინფორმაცია:

საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი

თბილისი, დელისის 1 შესახვევი 5ა, ტელ: (+995 32) 2399019/18

e-mail: apply@csrdg.ge

საკონტაქტო პირი: ქეთი კაკაბაძე, სალომე ხუციშვილი.

დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ დანართი 1

 

 

სიახლეები

Levan Merkvilishvili

© 2014 საქართველოს სტრატეგიული კვლევების და განვითარების ცენტრი