სოციალური მეწარმეობის ცენტრი სოციალური მეწარმეობის ცენტრი სოციალური მეწარმეობის ცენტრი სოციალური მეწარმეობის ცენტრი სოციალური მეწარმეობის ცენტრი
სოციალური მეწარმეობის ცენტრი

სოციალური საწარმო კაფე „დოქტორს ჰაუსი“

„ლეიკემიით დაავადებულ ბავშვთა საერთაშორისო ასოციაციის მიერ მ.იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს ტერიტორიაზე, 01.08.2013 წელს გაიხსნა სოციალური საწარმო კაფე „დოქტორს ჰაუსი“.
 
კაფეში შემოსული თანხა სრულად მოხმარდება „მშობელთა სახლის“ ექსპლუატაციას. „მშობელთა სახლი“ 2010 წელს ჩეხეთისა და ამერიკის შეერთებული შტატების საქველმოქმედო ორგანიზაციების მხარდაჭერით აშენდა. ცენტრი რეგიონებიდან ჩამოსულ მშობლებს ემსახურება, რომელთა შვილებიც ლეიკემიით არიან დაავადებულნი და ხანგრძლივ სტაციონარულ მკურნალობას საჭიროებენ. კაფე „დოქტორს ჰაუსის“ გახსნას ბევრი საპატიო სტუმარი ესწრებოდა, მათ შორის: თბილისის ვიცე-მერი სევდია უგრეხელიძე და ჩეხეთის რესპუბლიკის ელჩი ივან იესტრჟაბი.
 
იხილეთ ფოტოგალერეა

სიახლეები

Levan Merkvilishvili

© 2014 საქართველოს სტრატეგიული კვლევების და განვითარების ცენტრი