სოციალური მეწარმეობის ცენტრი სოციალური მეწარმეობის ცენტრი სოციალური მეწარმეობის ცენტრი სოციალური მეწარმეობის ცენტრი სოციალური მეწარმეობის ცენტრი
სოციალური მეწარმეობის ცენტრი

სემინარი თემაზე ,,სოციალური მეწარმეობა’’

2013 წლის 16 ივლისს, ბოლნისში, Arbeiter-Sammarieter-Bund-ის ორგანიზებით ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებისთვის და ჟურნალისტებისთვის ჩატარდა სემინარი თემაზე ,,სოციალური მეწარმეობა’’.
 
სემინარს უძღვებოდა ეკა დათუაშვილი საქართველოს სტრატეგიული კვლევების და განვითარების ცენტრიდან. სემინარზე განხილული იქნა შემდეგი საკითხები:
 
• რა არის სოციალური მეწარმეობა (განმარტებები, კრიტერიუმები);
• წარმატებული სოციალური საწარმოების მაგალითები საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ;
• სოციალური საწარმო და ბიზნეს კომპანია – მსგავსება და განსხვავება;
• სოციალური საწარმოს შესაძლო როლები საზოგადოებაში;
• ორგანიზაციაში სოციალური მეწარმეობის განვითარების ნაბიჯები;
• სოციალური მეწარმეობის განვითარების შესაძლებლობები საქართველოში.
 
სემინარის მონაწილეები აქტიურად იყვნენ ჩართულნი დისკუსიებში და კითხვა-პასუხის რეჟიმში აზუსტებდნენ მათთვის საინტერეო საკითხებს. მონაწილეებმა აღნიშნეს, რომ მიიღეს საკმაოდ საინტერესო და მოცულობითი ინფორმაცია სოციალური მეწარმეობის შესახებ.
 
იხილეთ ფოტოგალერეა



                                                                                                    

სიახლეები

Levan Merkvilishvili

© 2014 საქართველოს სტრატეგიული კვლევების და განვითარების ცენტრი