სოციალური მეწარმეობის ცენტრი სოციალური მეწარმეობის ცენტრი სოციალური მეწარმეობის ცენტრი სოციალური მეწარმეობის ცენტრი სოციალური მეწარმეობის ცენტრი
სოციალური მეწარმეობის ცენტრი

ტრენინგი საზოგადოებრივი ორგანიზაციებისათვის სოციალურ მეწარმეობაში

საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი იწვევს საზოგადოებრივ ორგანიზაციებს მონაწილეობა მიიღონ ტრენინგში – “სოციალური საწარმო – სოციალური შედეგების შეფასება”.

ტრენინგი ჩატარდება 2013 წლის 21-24 მაისს (თბილისი).

ტრენინგი ტარდება “სოციალური მეწარმეობა – ახალი გამოწვევა საზოგადოებრივი ორგანიზაციებისათვის” პროექტის ფარგლებში, რომელიც ხორციელდება “იიდ”-ის ფინანსური მხარდაჭერით.

ტრენინგი განკუთვნილია საზოგადოებრივი ორგანიზაციებისთვის, რომლებიც ეწევიან სოციალურ მეწარმეობას, ან აპირებენ სოციალური მეწარმეობის განვითარებას და გააჩნიათ იდეა და ამჟამად სურთ გაიუმჯობესონ ბიზნეს გეგმის შედგენის უნარები.

ტრენინგი მიზნად ისახავს სოციალური მეწარმეობის, როგორც საზოგადოებრივ ორგანიზაციებში მდგრადი განვითარების ერთ-ერთი ფორმის დანერგვას. ტრენინგის მონაწილენი მიიღებენ თეორიულ და პრაქტიკულ ინფორმაციას სოციალური მეწარმეობის შესახებ, შეისწავლიან სოციალური საწარმოს დაგეგმვის სპეციფიკას, სირთულეებს, რომელსაც აწყდებიან ორგანიზაციები სოციალურ და ეკონომიკურ მიზნებს შორის ბალანსის მისაღწევად და სოციალური შედეგების დაგეგმვის და შეფასების ტექნიკებს.

შერჩევის მთავარი კრიტერიუმია ორგანიზაციაში სოციალური მეწარმეობის კუთხით არსებული გამოცდილება და/ან პოტენციალი, რომელსაც წარმოადგენთ სააპლიკაციო ფორმითა და სამოტივაციო წერილით. ტრენინგში მონაწილე ორგანიზაციების რაოდენობა შეზღუდულია.

ტრენინგზე დასწრების შესაძლებლობა აქვთ:

1. არასამთავრობო ორგანიზაციის წევრებს;

2. ორგანიზაციას, რომელსაც თქვენ წარმოადგენთ, აქვს სოციალური მეწარმეობის პრაქტიკა ან მისი განვითარების შესაძლებლობა და სურვილი;

3. მონაწილეებს, რომლებსაც შეუძლიათ სრულად დაესწრონ ტრენინგს 4 დღის განმავლობაში (21-24 მაისი).

ტრენინგზე დასწრების მსურველებმა უნდა წარმოადგინონ არა უგვიანეს ა.წ. 10 მაისის, 16:00 საათისა

1. სამოტივაციო წერილი (მაქსიმუმ 1,5 გვერდი), სადაც მოკლედ აღწერთ:

  •  აქვს თუ არა ორგანიზაციას სოციალური მეწარმეობის გამოცდილება;
  •  აპირებს თუ არა მომავალში მსგავსი პრაქტიკის გაფართოებას / დანერგვას;
  •  კონკრეტულად, რას ელით დაგეგმილი ტრენინგიდან.

2. სრულად შევსებული სააპლიკაციო ფორმა

საბუთების წარმოდგენა შესაძლებელია:

ელექტრონული სახით: apply@csrdg.ge, ან ნაბეჭდი სახით, სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის ოფისში, მისამართზე: თბილისი, დელისის I შესახვევი, 5ა, ტელ.: (+995 32) 2399019/18. საკონტაქტო პირი: ქეთი კაკაბაძე

სიახლეები

Levan Merkvilishvili

© 2014 საქართველოს სტრატეგიული კვლევების და განვითარების ცენტრი