სოციალური მეწარმეობის ცენტრი სოციალური მეწარმეობის ცენტრი სოციალური მეწარმეობის ცენტრი სოციალური მეწარმეობის ცენტრი სოციალური მეწარმეობის ცენტრი
სოციალური მეწარმეობის ცენტრი

ახალი, მსუბუქი ელექტრო ეტლი

სოციალურმა საწარმომ ”ეტლების საამქრო” ააწყო ახალი ელექტრო ეტლი, რომელიც ინოვაციურია ამიერკავკასიის მასშტაბით.

ელექტრო ეტლი„კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის“ ბაზაზე, 2009 წელს დაფუძნდა სოციალური საწარმო „ეტლების საამქრო“. სოციალურ საწარმოში დასაქმებულები არიან ეტლით მოსარგებლე პირები. საწარმომ 2009-2012 წლებში გამოუშვა 1500-ზე მეტი აქტიური ტიპის ეტლი, 20-ზე მეტი მობილური პანდუსი, ეტლში სწორი ჯდომისათვის 180-მდე სხვადასხვა ტიპის საკორექციო საშუალება.

საწარმომ 2013 წელიც საკმაოდ აქტიურად დაიწყო და 12 მარტს „კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის“ და „ნეიროგანვითარების ცენტრის“ მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე, მოხდა აშშ-ს მთავრობის მიერ დაფინანსებული პროექტის “საქართველოს ეტლების წარმოების ქსელი” ფარგლებში წარმოებული პროდუქციის პრეზენტაცია,ელექტრო ეტლი როგორიცაა ახალი, მსუბუქი ელექტრო ეტლი და ეტლით მოსარგებლეთა ჯდომის კორექციის საშუალებები. ამ სახის ეტლი სიახლეს წარმოადგენს არა მხოლოდ საქართველოს, არამედ ამიერკავკასიის მასშტაბით. ამერიკაში ანალოგიური ეტლის ღირებულება არის 12 000 დოლარი, ხოლო საწარმოს მიერ აწყობილი ეტლის ღირებულება არის 4000 ლარი და თავის ანალოგთან შედარებით 3-ჯერ მსუბუქია. ამ თანხაში შედის ასევე მომსახურების სრული პაკეტი, რომელიც გულისხმობს ეტლის ინდივიდუალურ მორგებას.

პრეზენტაციას დაესწრნენ: აშშ-ს ელჩი საქართველოში რიჩარდ ნორლანდი, ჯანდაცვის და სოციალური საკითხების მინისტრის მოადგილე დავით ლომიძე და სხვადასხვა ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები. ამერიკის ელჩმა ქართველ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს ელექტრო ეტლიგმირები უწოდა, რადგან ისინი არაადაპტირებული გარემოს მიუხედავად, მაინც განაგრძობენ აქტიურ საქმიანობას და ბრძოლას საკუთარი უფლებების დასაცავად.

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრომ გამოთქვა მზაობა ეტლების ბენეფიციარებისთვის შეძენის თაობაზე, თუმცა მოთხოვნა ბევრად უფრო დიდი აღმოჩნდა ვიდრე სახელწიფოს მიერ შესყიდული ეტლების რაოდენობა. კერძოდ, შემოსულია 400 განაცხადი, ხოლო სახელმწიფო შეკვეთა პირველ ეტაზე მხოლოდ 20 ეტლით შემოიფარგლა. თუმცა მიმდინარეობს მოლაპარაკებები და შესაძლოა ეს მაჩვენებელი შეიცვალოს.

 

 

სიახლეები

Levan Merkvilishvili

© 2014 საქართველოს სტრატეგიული კვლევების და განვითარების ცენტრი