სოციალური მეწარმეობის ცენტრი სოციალური მეწარმეობის ცენტრი სოციალური მეწარმეობის ცენტრი სოციალური მეწარმეობის ცენტრი სოციალური მეწარმეობის ცენტრი
სოციალური მეწარმეობის ცენტრი

ტრენინგი: ”სოციალური საწარმო – სოციალური შედეგების შეფასება”

საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი იწვევს საზოგადოებრივ ორგანიზაციებს მონაწილეობა მიიღონ ტრენინგში – “სოციალური საწარმო – სოციალური შედეგების შეფასება”, რომელიც ჩატარდება 14-15 ივნისს (თბილისი).
 
ტრენინგი განკუთვნილია საზოგადოებრივი ორგანიზაციებისთვის, რომლებიც ეწევიან სოციალურ მეწარმეობას, ან აპირებენ სოციალური მეწარმეობის განვითარებას და გააჩნიათ იდეა.
 
ტრენინგი მიზნად ისახავს სოციალური მეწარმეობის, როგორც საზოგადოებრივ ორგანიზაციებში მდგრადი განვითარების ერთ-ერთი ფორმის დანერგვას. ტრენინგის მონაწილენი მიიღებენ თეორიულ და პრაქტიკულ ინფორმაციას სოციალური მეწარმეობის შესახებ, შეისწავლიან სოციალური საწარმოს დაგეგმვის სპეციფიკას, სირთულეებს, რომელსაც აწყდებიან ორგანიზაციები სოციალურ და ეკონომიკურ მიზნებს შორის ბალანსის მისაღწევად და სოციალური შედეგების დაგეგმვის და შეფასების ტექნიკებს.
 
შერჩევის მთავარი კრიტერიუმია ორგანიზაციაში სოციალური მეწარმეობის კუთხით არსებული გამოცდილება და/ან პოტენციალი, რომელსაც წარმოადგენთ სააპლიკაციო ფორმითა და სამოტივაციო წერილით. ტრენინგში მონაწილე ორგანიზაციების რაოდენობა შეზღუდულია.
 
ტრენინგზე დასწრების შესაძლებლობა აქვთ:
  1. არასამთავრობო ორგანიზაციის წევრებს;
  2. ორგანიზაციას, რომელსაც თქვენ წარმოადგენთ, აქვს სოციალური მეწარმეობის პრაქტიკა ან მისი განვითარების შესაძლებლობა და სურვილი;
  3. მონაწილეებს, რომლებსაც შეუძლიათ სრულად დაესწრონ ტრენინგს 2 დღის განმავლობაში (14-15 ივნისი).
 
ტრენინგზე დასწრების მსურველებმა უნდა წარმოადგინონ არაუგვიანეს ა.წ. 8 ივნისი, 16:00 საათისა
 
1. სამოტივაციო წერილი (მაქსიმუმ 1,5 გვერდი), სადაც მოკლედ აღწერთ:
 
- აქვს თუ არა ორგანიზაციას სოციალური მეწარმეობის გამოცდილება;
- აპირებს თუ არა მსგავსი პრაქტიკის გაფართოებას / დანერგვას მომავალში;
- კონკრეტულად, რას ელით თქვენ დაგეგმილი ტრენინგიდან.
 
2. სრულად შევსებული სააპლიკაციო ფორმა
 
საბუთების წარმოდგენა შესაძლებელია:
 
1. ელექტრონული სახით: apply@csrdg.ge ან 2. ნაბეჭდი სახით, სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის ოფისში, მისამართზე: თბილისი, დელისის I შესახვევი, 5ა, ტელ.: (+995 32) 2399019/18. საკონტაქტო პირი: ქეთი კაკაბაძე

სიახლეები

Levan Merkvilishvili

© 2014 საქართველოს სტრატეგიული კვლევების და განვითარების ცენტრი