სოციალური მეწარმეობის ცენტრი სოციალური მეწარმეობის ცენტრი სოციალური მეწარმეობის ცენტრი სოციალური მეწარმეობის ცენტრი სოციალური მეწარმეობის ცენტრი
სოციალური მეწარმეობის ცენტრი

ინდივიდუალური კონსულტაციები სოციალური საწარმოებისთვის

სოციალური მეწარმეობის ცენტრმა 2011 წლის ოქტომბერში ამ საკითხით დაინტერესებული საზოგადოებრივი ორგანიზაციებისათვის სოციალური მეწარმეობის მხარდაჭერისა და მეწარმეობის კულტურის დამკვიდრების ხელშეწყობის მიზნით  გამოაცხადა კონკურსი ”ინდივიდუალური კონსულტაციები სოციალური საწარმოებისათვის.”
 
საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, რომლებიც ეწევიან სოციალურ მეწარმეობას, მიეცათ შესაძლებლობა მიეღოთ საკონსულტაციო მომსახურება სოციალური მეწარმეობის შემდგომი განვითარებისთვის. კონკურსის გამარჯვებულ ორგანიზაციებს ჩაუტარდებათ ინდივიდუალური საჭიროებაზე მორგებული კონსულტაციები სოციალური საწარმოს ორგანიზაციულ, მარკეტინგულ, ფინანსურ და საგადასახადო საკითხებზე. ცენტრის ექსპერტებისა და კონსულტაციის მსურველი ორგანიზაციის წარმომადგენლების მიერ ერთობლივად გაანალიზებული არსებული მდგომარეობისა და საჭიროებების საფუძველზე შემუშავდება საწარმოს შემდგომ განვითარებაზე მიმართული ღონისძიებები, ასევე ორგანიზაციებს გაეწევათ დახმარება საწარმოს საქმიანობის დაგეგმვასა და ბიზნეს გეგმის შემუშავებაში.
 
კონკურსანტების შერჩევისას უპირატესობა მიენიჭათ ორგანიზაციებს, რომელთაც მკაფიოდ ჰქონდათ აღწერილი საწარმოს სოციალური სარგებელი; ორგანიზაციის პოტენციალი გააუმჯობესოს და განავითაროს საწარმო; ნათლად იყო განსაზღვრული საწარმოს საქმიანობაში არსებული გამოწვევები და საკითხები, რაზეც სურდათ მიეღო კონსულტაციები.
 
კონკურსში წარმოდგენილი პროექტებიდან კონსულტაცია გაეწევათ შემდეგ საზოგადოებრივ ორგანიზაციებს: ”განათლება დემოკრატიისათვის”, ”საერთაშორისო განათლების და განვითარების აკადემია”, ”ბავშვი და გარემო.”

სიახლეები

Levan Merkvilishvili

© 2014 საქართველოს სტრატეგიული კვლევების და განვითარების ცენტრი