სოციალური მეწარმეობის ცენტრი სოციალური მეწარმეობის ცენტრი სოციალური მეწარმეობის ცენტრი სოციალური მეწარმეობის ცენტრი სოციალური მეწარმეობის ცენტრი
სოციალური მეწარმეობის ცენტრი

10 ოქტომბერი ფსიქიკური ჯანმრთელობის მსოფლიო დღეა!

ამასთან დაკავშირებით 2011 წლის 10 ოქტომბერს საქართველოს ფსიქიკური ჯანმრთელობის ასოციაციამ ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის მეთოდოლოგიურ ცენტრში, რომელიც საქართველოში ფუნქციონირებს 1999 წლიდან, მოაწყო ფსიქიკური ჯანმრთელობის მქონე ადამიანების ნამუშევრების გამოფენა.
 
ღონისძიების ფარგლებში გაიმართა დისკუსია თემაზე:
 
ფსიქიკური პრობლემების მქონე პირთა დასაქმების პერსპექტივები
 
ოფიციალური სტატისტიკით საქართველოში ფსიქიკური აშლილობის დიაგნოზით 100 ათასი ადამიანია რეგისტრირებული, აქედან ბოლო 5 წლის განმავლობაში ფსიქო-სოციალური რეაბილიტაცია ჩაუტარდა 1 500-ზე მეტ პაციენტს, ამჟამად მათგან მხოლოდ 20 ადამიანია დასაქმებული.
 
დისკუსიაში მონაწილეობდნენ როგორც სამთავრობო სტრუქტურების, ისე მედიის, საზოგადოებრივი და ბიზნეს სექტორების წარმომადგენლები. დისკუსიის მთავარი მიზანი იყო ერთობლივად ემსჯელათ საქართველოში ფსიქიკური ჯანმრთელობის მქონე ადამიანების დასაქმების სისტემის შექმნაზე.დისკუსიის პროცესში გამოიკვეთა, რომ  სოციალური მეწარმეობა ადამიანთა ამ ჯგუფისთვის დასაქმების ერთ-ერთი საუკეთესო შესაძლებლობაა. მსჯელობაში მონაწილე მხარეებმა გამოხატეს მზადყოფნა აღნიშნული პრობლემის მოსაგვარებლად ერთობლივ მუშაობაზე.

სიახლეები

Levan Merkvilishvili

© 2014 საქართველოს სტრატეგიული კვლევების და განვითარების ცენტრი